ასაკის მიუხედავად, 4 წლის გოგომ ნიუ-ჯერსიდან არამარტო თანატოლებს, არამედ ყველას დაუმტკიცა, რომ თავდაჯერებულობის გრძნობა ადამიანის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს.
ისლა გლაზერი სომერსეტიში, ორი წლის დასთან და ერთი წლის ტყუპ ძმებთან ერთად იმყოფებოდა, როცა დედამ სახლში მოულოდნელად გონება დაკარგა.
სანამ დედა გაუნძრევლად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, გოგონამ 911-ზე დარეკა, ოპერატორს დეტალურად აღუწერა მისამართი და სკამის დახმარებით კარებიც გააღო.
მეტიც, ასეთ რთულ ვითარებაში ისლას და-ძმებიც არ დავიწყებია. სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახების ადგილამდე მივიდა, ისლამ მისი და და ტყუპი ძმები იოგურტით გამოკვება.
ბაქტერიული ინფექციის გამო ისლას დედას ოთხი დღე საავდმყოფოში მოუწია დარჩენა. თუმცა, პატარა გოგონას სიმამაცით და სიმშვიდით დღემდე ყველა გაოგნებული და აღტაცებულია.
გოგონას ადგილობრივმა პოლიციის დეპარტამენტმა, სიმბოლურად მადლობის სიგელი გადასცა და გმირობის წოდება მიანიჭა.
„ჩვენი პრაქტიკიდან ვიცით მოზრდილები, რომლებსაც არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ასეთ სტრესულ სიტუაციას ისეთი სიმამაცით, როგოც ისლამ მოახერხა. მისი გამორჩეული თვისებების გამო საჭიროა ამ პატარა ქალბატონის შექება“- განაცხადა ფილიპ რიზომ პრესკონფერენციისას.