ინფლუენსერი თამუნა მდივანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და შვილის ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, მისი შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
„დე, ჩემო უსასრულო მონატრებავ!♥️ ჩემო უთბილესო, უტკბილესო და ნამდვილო ადამიანო! უფალს და ღმრთისმშობელს ებარებოდე! ♥️ ჯერ ძალიან დაბნეული ვარ დე, მიჭირს მონატრებასთან გამკლავება! მაგრამ გპირდები, როგორი თამუნაც გიყვარს და მოგწონს ისეთი ვიქნები! უბრალიდ დრო მჭირდება, რომ შენს მონატრებასთან ერთად ვისწავლო ცხოვრება! მიყვარხარ!
ჩემო ღიმილიანო, კეთილო და ნამდვილო ადამიანო უფალს და ღმრთისმშობელს ებარებოდე♥️ ჩემო უსასრულო მონატრებავ!♾️♥️ 40 დღე“, – წერს თამუნა მდივანი.