კრისტინა აგილერა სცენაზე დასაბრუნებლად, განსაკუთრებულად მოემზადა. საზოგადოების მახვილ თვალს მისი სხეულის ტრანსფორმაცია არ გამოჰპარვია. ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეოები ამერიკელი მომღერლის მიმდინარე კონცერტების სერიიდან, რომლებშიც ჩანს, რომ Xtina განსაცვიფრებელ ფიზიკურ ფორმაშია.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცოტა ხნის წინ, არტისტი უჩვეულოდ ჭარბწონიანი იყო, თუმცა ახალი კადრები ცხადყოფს, რომ აგილერამ 43 წლის ასაკში ძველი – სკანდალური, სექსულური და გამომწვევი იმიჯი დაიბრუნა. გაირკვა, რომ ,,თაობის ხმამ”, 40 კილო დაიკლო.