LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წლის ასაკში ქალის ცხოვრებაში საინტერესო ეტაპი იწყება

1340

40 წლის იტალიელი ქალბატონები (განსაკუთრებით მილანში) თითქმის ყოველთვის კარგ ფორმაში არიან, ფანტასტიკურად გამოიყურებიან და აბსოლუტურად აკმაყოფილებთ სამსახურით და ახალი პროექტებით, მეგობრებით, შეხვედრებით და საინტერესო ურთიერთობებით დატვირთული მრავალფეროვანი ცხოვრება.

40 წლის იტალიელი ქალების უმრავლესობა არც გათხოვილია, არც შვილი ჰყავს, რაც სხვათაშორის, იტალიაში აბსოლუტურად ნორმალურად ითვლება. ოჯახის და შვილების მიმართ მსგავსი დამოკიდებულების საუკეთესო მაგალითი მონიკა ბელუჩია, რომელმაც პირველი შვილი 39 წლისამ გააჩინა, მეორე კი – 45 წლის ასაკში.

რა თქმა უნდა, გამონაკლისიც არსებობს. იტალიელ ქალბატონებს ადრეც შეუძლიათ გათხოვება, თუმცა, მათი უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ 40 წლის ასაკში უნდა დაიწყოს ფიქრი ქორწინებაზე.   

აღსანიშნავია, იტალიელი ქალების ჩაცმის სტილიც, რომლითაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. 40 წლის ასაკში მათ მობეზრებული აქვთ თინეიჯერული სტილი და როგორც წესი უპირატესობას კლასიკას ანიჭებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში იტალიელი ქალები ბეჟ, ყავისფერ და ნაცრისფერ ტონებს ირჩევენ, წვეულებებზე კი, შავი კაბებით იმოსებიან, რომელთაც ელეგანტური აქსესუარებით ავსებენ. მათთვის არც ჯინსები, კედები და პრინტიანი მაისურებია უცხო, თუმცა ახალგაზრდებისგან განსხვავებით ”ასაკოვანი” ქალბატონები ამგვარ ტანსაცმელს ყოველთვის ორიგინაურად ატარებენ და არასდროს არიან გამომწვევები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g