LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წლის წინ მოპარული Chevrolet პატრონს დაუბრუნეს

74
chvrltcrvt-news

პოლიციელებმა 1981 წლის Chevrolet Corvette იპოვეს და როდესაც მისი პატრონის მოძებნა სცადეს, სისტემამ შეცდომა დააფიქსირა.

სამართალდამცავები ამ ფაქტმა უფრო დააინტერესა და საქმეში გასარკვევად მათ პროფესიონალი დეტექტივი მიიწვიეს. დეტექტივმა კი დაადგინა, რომ ავტომობილი მოპარული იყო და მისი VIN კოდიც არ იყო ნამდვილი.

შემოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ავტომობილი უკანასკნელი 38 წელი ძებნაში იყო და პატრონს ის 1981 წელს, ყიდვიდად რამდენიმე დღეში მოპარეს. ავტომობილის გარბენი მხოლოდ 17 703 კილომეტრია, მისი ძარა კი მშვენიერ მდგომარეობაშია შენარჩუნებული, რაც იმაზე მიუთითებს რომ გამტაცებელი მანქანას არც ისე აქტიურად იყენებდა.

პოლიციელებმა Chevrolet-ის ნამდვილი პატრონის მოძებნა სცადეს, თუმცა 40 წელი ცოდა დრო არ არის, ამიტომ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. დიდი ძალისხმევის შემდეგ მას სხვა შტატში მიაგნეს და ძალიანაც გააოცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g