LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

400 000 ამომრჩეველს ადარდებს საპენსიო სესხი, მაგრამ არცერთ პოლიტიკოსს, ჩემი და “მოქალაქეების” გარდა: ანა დოლიძე

140
ede9577f-5821-4471-a003-a9b991f6dec7-640

“400 000 ამომრჩეველს ადარდებს საპენსიო სესხი, მაგრამ არცერთ პოლიტიკოს, ჩემი და პარტია “მოქალაქეების” გარდა”,-ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში”განაცხადა, რომელიც საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტში, პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირების თაობაზე პარტია „მოქალაქეების” ინიციატივის შესახებ მსჯელობას დაესწრო.

მან აღნიშნა, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ საპროცენტო განაკვეთის დასაწევად. მისივე თქმით, შესაძლებელია, ამ მიმართულებით „ყინული დაიძრას.

“მისასალმებელია ბატონ ირაკლი კოვზანაძის პოზიცია, რომელიც თავიდანვე დააფიქსირა, რომ  პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი.

მხარეებმა უნდა იმუშაონ საპროცენტო განაკვეთის დასაწევად. ეს მისასალმებელია, ამას არ მოველოდი. იმედი მაქვს, რომ იქნებ ეს იყოს ნიშანი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ყინული დაიძრა”,-განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, საფინანსო-საბიჯეტო კომიტეტი პარტია „მოქალაქეების” ინიციატივას განიხილავს, რომელიც პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები