LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

400-მდე მაღაზია და სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა – ახალი სავაჭრო ცენტრი იხსნება

760

„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია.შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე.

როგორც ”ფორტუნას” ახალი სავაჭრო ცენტრიდან აცნობეს, ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული.

მათივე ინფორმაციით, ”თბილისის ზღვის პლაზას” გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ხანძარსაწინააღმდეგო რაზმი, რომელიც ზემოთხსენებული სისტემების 24-საათიან გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ.

”შენობის მეტი უსაფრთხოებისათვის ”ჰუალინგ ჯგუფმა” თავად შექმნა წყალმომარაგების ორი არხი. პლაზის ორივე მხარეს განლაგებულია 15 ჰიდრანტის ჭა, საიდანაც მუდმივად ხდება წყლის მოწოდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია სახანძრო უსაფრთხოებისათვის. ”ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა” პირველი მსხვილი საერთო სავაჭრო ობიექტია, რომელიც აგებულია სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის 370-ე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ და მისი ნორმების სრული გათვალისწინებით”, – აცხადებენ ახალ სავაჭრო ცენტრში.  

მათივე ინფორმაციით, „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ 2017 წლის 30 სექტემბერს გაიხსნება და საქართველოში და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრი გახდება. ”თბილისის ზღვის პლაზაში”, რომლის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია, განთავსებულია 400-მდე მაღაზია საქონლის მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g