LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

41 მილიონიანი პროექტი – რუხის სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა

278
5d78ad87f0172

სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

კლინიკაში მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომები და შიდა გზები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 41 მილიონი ლარია.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ამოქმედების შემდეგ, საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი.

კლინიკის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” შეასრულა. შეფასების პროცედურის დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g