LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად და ჩემს წონაზე წუწუნის უფლება არ მაქვს“ – ნანუკა გულუამ „იმედის“ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ წონაზე ბულინგის გამო გაჩენილ კომპლექსებზე ისაუბრა

326
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა „იმედის“ გადაცემას „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრობდა, სადაც გულწრფელად ისაუბრა საკუთარ კომპლექსებზე, სხეულის მიმართ დამოკიდებულებაზე და იმ ძალაზე, რომელსაც დღეს განიცდის როგორც ძლიერი ქალი, დედა და ქალი ორსულობის პერიოდში.

როგორც ნანუკა გულუამ აღნიშნა, წარსულში მიღებულმა კრიტიკამ სერიოზული კომპლექსები ჩამოუყალიბა, განსაკუთრებით ბავშვობაში, როცა ჭარბწონიანობის გამო ხშირად ყოფილა ბულინგის ობიექტი. ამავე გადაცემაში, მსახიობმა მიმართა იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც დღეს ჭარბწონიანობის გამო თავდაჯერებულობას კარგავენ.

„მე ახლა ჩემს წონაზე არანაირი კომენტარი არ მაკომპლექსებს. ახლა ვარ ძალიან ძლიერი, 41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად, ეს ყველასთვის საოცნებო მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ ჩემს წონაზე ოდნავ წავიწუწუნო.

„ნინაზე, იკუნაზე…“- ნანუკა გულუამ მესამე შვილის სქესი გაამხილა – რას დაარქმევს ახალშობილს

მე გავლილი მაქვს ის გზა, როგორ მივიდე ჩემთვის იდეალურ სილუეტამდე და ყველა მინდა დავამშვიდო, მე აუცილებლად ვიქნები იმ სილუეტის ნანუკა. გულწრფელად ვამბობ, არანაირი კომპლექსი არ მაქვს და არავის სიტყვა ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ახლა ვინც თინეიჯერობის ასაკშია და ჭარბწონიანია, მათ მინდა ვუთხრა, ძველი ნანუკას გადმოსახედიდან, იპოვონ ძალა და ამ ადამიანების კომენტარებს ყურადღება არ მიაქციონ…

დღესაც 4-5 ადამიანი თუ დგას და მე უნდა ჩავიარო, არ აქვს მნიშვნელობა ამ წონაზე ვარ თუ სასურველ წონაზე, დღესაც უდიდესი კომპლექსი მაქვს, რადგან ბავშვობიდან მახსენდება კომენტარები ,,დედა, რამხელაა, რამ სისქეა” ამას ვითმენდი და ამისგან გაჩნდა მეორე კომპლექსი, რომელიც ჩემს ღირსებად იქცა – ჩემს თავს ვუთხარი, რომ შენ ისედაც უშნო ხარ, მსუქანი ხარ და შენ უნდა გქონდეს კარგი ხასიათი, სულ კარგ განწყობაზე უნდა იყო, აქედან მომყვება ის, რომ არ არსებობს მე ცუდ ხასიათზე ვიყო. მეგობრებთან ჩემს ტკივილებზე საუბარი ძალიან გვიან დავიწყე…

ნანუკა გულუა: „დედა სულ მეუბნებოდა, ვნატრობ, ხუთი შენნაირი შვილი გეყოლოს, რომ მიხვდე, რა დღეში ვარო…“

მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს – ნუ გეშინიათ, წონა, ეს ერთადერთი რამეა რომლის უმარტივესად მოცილება შეგიძლიათ მაშინ, როცა მოინდომებთ!“

წონის კომპლექსები შვილებმა დაგაძლევინათ?

წონაზე ბულინგის გამო გაჩენილი კომპლექსები შვილებმა დაგაძლევინათ? 💭 "წონა, ეს ერთადერთი რამეა რომლის უმარტივესად მოცილება შეგიძლიათ მაშინ, როცა მოინდომებთ!" #ნანუკაგულუა

Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on სამშაბათი, 03 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g