„უბის წიგნაკის“ ვარსკვლავი, 41 წლის რეიჩელ მაკადამსი მეორე ბავშვზეა ორსულად. ამის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მსახიობი პაპარაცებმა 2 წლის ვაჟთან ერთად დააფიქსრეს. რეიჩელს მუცელი ეტყობოდა, სავარაუდოდ ის უკვე ორსულობის მე-5 თვეში იმყოფება. ზოგადად, მაკადამსი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. დღემდე უცნობია, რა ჰქვია მის ვაჟს. ორსულობის შესახებ ინფორმაცია მსახიობს ჯერ არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, მაკადამსის მეუღლე, სცენარისტი, ჯეიმი ლინდენია.