LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 წლის ალისია სილვერსთოუნი ფორმაში ჩადგომას ცდილობს – პაპარაცეული ფოტოები

564
38476104-0-image-a-70-1611627266104

44 წლის ალისია სილვერსთოუნი იმ ვარსკვლავთაგანია, რომლებიც წლებთან ერთად რადიკალურად შეიცვალნენ.  თუმცა, როგორც ჩანს, 90-იანი წლების ვარსკვლავი კვლავ გეგმავს ფორმაში ჩადგომას და აქტიურად ვარჯიშობს. ფიზიკური დატვირთვის პარალელურად ის მკაცრ ვეგანურ დიეტას იცავს.

ამჯერად მსახიობი და ყოფილი ფოტო-მოდელი დასავლეთ ჰოლივუდში, ვარჯიშისას შენიშნეს. მას ნაცრისფერი ლეგინსები, შავი მაისური და დუტის ჟილეტი ეცვა.

შეგახსენებთ, ალისია სილვერსთოუნი საზოგადოებამ ჯგუფ Aerosmith-ის კლიპებიდან გაიცნო. ფოტომოდელი და მსახიობი მალევე ფილმებში გამოჩნდა და ტელეეკრანზე რამოდენიმე დასამახსოვრებელი პერსონაჟიც შექმნა. ბოლო ფილმი, „წმინდა ირმის მკვლელობა“, ალისია სილვერსთოუნის მონაწილეობოთ ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები