44 წლის ცნობილმა მოდელმა ჰაიდი კლუმიმ ჭორები მისი ახალი სასიყვარულო რომანის შესახებ დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ მისი ახალი რჩეული 28 წლის მუსიკოსია. ამის შესახებ dailymail-ი წერს.
ტომას კაულიტცი ჯგუფ Tokio Hotel-ის გიტარისტია. წყვილი მანამდე ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდა. თუმცა, პაპარაცებმა წყვილი რამდენიმე კვირის წინ ერთად გადაიღეს.
ჰაიდი კლუმი 4 შვილის დედაა. ელენა 13 წლისაა, ჰენრი 12-ის, იანი 11-ის და ხოლო უმცროსი ლუ 8 წლისაა.