როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, 44 წლის ჰაიდი კლუმს რომანი აქვს 28 წლის მუსიკოსთან, ტომას კაულიტცთან, რომელიც ჯგუფ Tokio Hotel-ის გიტარისტია.
წყვილი რამდენიმე კვირის წინ ერთად გადაიღეს – მაშინ შეყვარებულები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდნენ, გამოსასვლელში კი ისინი პაპარაცებმა გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ ტომასთან რომანამდე კლუმი ასევე 13 წლით უმცროს ვიტო შნაბელს ხვდებოდა, მანამდე კი ის მომღერალ ლიზე იყო დაქორწინებული.
