LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 წლის პრეზიდენტი ომშია… ზელენსკია მთავარსარდალი ომში, რომელმაც მთელი ევროპის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ყველა უკრაინელი ხალხის ვალში ვიქნებით!! – ქეთი ქარდავა

218
1

“ზელენსკის მისიაა უკრაინის მიწიდან რუსული ჩექმის ნაკვალევის გაქრობა და ამით პუტინის დასრულება. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ეს უნდა შეძლოს”, – ჟურნალისტი ქეთი ქარდავა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმიანება.

ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს: ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც ქარდავა წერს, ახლა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკია მთავარსარდალი ომში, რომელმაც უკრაინასთან ერთად, მთელი ევროპის ბედი უნდა გადაწყვიტოს:

“44 წლის პრეზიდენტი ომშია. 44 მილიონიანი ქვეყნის 300 000 ათასამდე სამხედრო მსოფლიოს 1 მტერს ებრძვის. ზელენსკია მთავარსარდალი ომში, რომელმაც უკრაინასთან ერთად, მთელი ევროპის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

დაამხობს რუსეთი კიევში ხელისუფლებას? დაბომბავს სამთავრობო კვარტალს? მოკლავს ზელენსკის და მის გარემოცვას? აიღებს უკრაინას? ეს ჯოჯოხეთია და ყველას დამარცხებას ნიშნავს!! ეს სიმართლეა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

ეს არც ზელენსკის ომია და არც მარტო უკრაინის, მაგრამ 44 წლის პრეზიდენტი არმიასთან ერთად დღეს მრავალრიცხოვანი, ყველაზე დაუნდობელი, სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძვის.

ზელენსკის მისიაა უკრაინის მიწიდან რუსული ჩექმის ნაკვალევის გაქრობა და ამით პუტინის დასრულება. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ეს უნდა შეძლოს. ყველა უკრაინელი ხალხის ვალში ვიქნებით!!

დღეს ევროკავშირის სამიტს უკრაინის პრეზიდენტი კიევიდან ჩაერთო. ბოლო ფოტო გაპრეზიდენტების პერიოდშია გადაღებული.

ზელენსკიმ უნდა გაუძლოს! მე ზელენსკიზე წარსულში ლაპარაკი არ მინდა, რადგან ეს თავისუფლების იდეის დამარხვასთან შეგუებას ნიშნავს.

დიდება უკრაინას. დიდება თავისუფლებას, რომელიც ასეთი ძვირფასია და ყველაზე ძნელი შესანარჩუნებელი, როდესაც შენი მეზობელი პუტინია. წარმატება უკრაინის პრეზიდენტს!!” – წერს ქარდავა “ფეისბუქში”.

ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? – ყველას ეშინია, არ მპასუხობენ: ვოლოდიმირ ზელენსკი

 

magti 5g