LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

55

45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 9 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. როგორც ცესკოში აცხადებენ, არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება.
არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენს.

საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 – ”თავისუფალი საქართველო”; №5 – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; №33 – ”ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები”; №24 – ”სახალხო ხელისუფლება”; №41 – ”ქართული ოცნება.” არჩევნებში ასევე მონაწილეობს ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში.

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g