2020 წლისთვის ბათუმს ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი შეემატება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
ახალი კომპლექსი ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განთავსდება. ყინულის არენაზე წარმოდგენებზე დასწრებას 1500 მაყურებელი შეძლებს, საცურაო აუზს კი -1000 კაციანი ტრიბუნა ენება.
პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 46 000 000 ლარია. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.