LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის ლოპესმა Latin Music-ის დაჯილდოებაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა (ფოტოები)

43

27 აპრილს მაიამიში Billboard Latin Music Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად ფოტოგრაფების წინაშე ევა ლონგორია და მისი მეუღლე, ხოსე ანტონიო ბასტონი პოზირებდნენ, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ჯენიფერ ლოპესმა მიიპყრო. მომღერლის ვიზუალზე მოდის კრიტიკოსები კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ.

ჯენიფერს ძალიან თამამი,  Julien Macdonald-ის ნახევრად გამჭვირვალე კაბა ეცვა. მისი სითამამე თვით კიმ კარდაშიანსაც კი შეშურდებოდა.

საღამოსთვის ლოპესმა კაბა გამოიცვალა და დაახლოებით იმავე სტილის, ვერცხლისფერი ვიზუალი მოირგო, სადაც მომღერალმა ახალი ესპანურენოვანი ალბომიდან სიმღერა „Mirate“ შეასრულა. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები