დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი მეგობრული და კომუნიკაბელური მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, უმჯობესია მოისმინოთ და გაითვალისწინოთ ჭკვიანი ადამიანების რჩევები. არ ღირს საიდუმლოს გაცემა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ვენებს და ფეხის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.