LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წელი ციხეში შეცდომით: უდანაშაულო პატიმარს 7 მილიონი დოლარს გადაუხდიან

115
Screenshot 2024-08-26 111349

შეერთებულ შტატებში უდანაშაულო მსჯავრდებულს ციხეში გატარებული 48 წლის განმავლობაში კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ The Washington Post იტყობინება.

გათავისუფლების შემდეგ 71 წლის გლინ სიმონსმა უჩივლა ქალაქ ოკლაჰომა სიტისა და ყოფილ დეტექტივ კლოდ შობერს. სარჩელში ასევე ნახსენებია ქალაქი ელმონდი, სადაც დანაშაული მოხდა და დეტექტივი ენტონი დევიდ გარეტი. სიმონსს სჯერა, რომ შობერმა და გარეტმა საქმე შეთითხნეს, რამაც ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

ქალაქი ელმონდი არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ გადაუხდის სიმონს კომპენსაციას. ის მიიღებს 7,2 მილიონ დოლარს. იურიდიული ბრძოლა ოკლაჰომა სიტისთან ჯერ კიდევ გრძელდება.

სიმონსი გაასამართლეს ოკლაჰომა სიტის გარეუბანში, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის დარბევისთვის. 1974 წლის 30 დეკემბერს ორი უცნობი მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად ორი ქალი დაშავდა. უამრავ მოწმეს შეეძლო იმის ჩვენება, რომ სიმონსი იმ დღეს სხვა ქალაქში ნახეს, მაგრამ ნაფიც მსაჯულებმა მათ არ მოუსმინეს. ის ელექტროსკამს მხოლოდ იღბლის წყალობით გადაურჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები