მერაია ქერის გაახალგაზრდავებას მედიაში მის ახალ რომანს უკავშირებენ. 48 წლის მუსიკოსი უკვე ერთი წელია საკუთარ მოცეკვავეს, 34 წლის ბრაიან ტანკას ხვდება. სწორდ მისი დამსახურებაა, რომ ქერიმ საგრძნობლად დაიკლო წონაში და ახალგაზრდულად გამოიყურება. პაპარაცებმა ქერი ლოს-ანჯელესში სეირნობისას გადაიღეს, სადაც მომღერალმა ბოიფრენდთან ერთად რომანტიკული ვახშმის შემდეგ გადაინაცვლა. ის ტერი მიუგლერის ალისფერ კაბაში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ მერაია ქერისა და ბრაიან ტანკას რომანის შესახებ 2016 წელს გახდა ცნობილი. წყვილი რამდენჯერმა დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მალევე შერიგდა.