49 წლის ჯენიფერ ლოპესმა გულშემატკივრებს შეახსენა, რომ ახალი სატელევიზიო პროექტისთვის Hustlers აქტიურად ემზადება. მან „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მის საოცარ ფორმებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მომღერალი და მსახიობი შეუდარებელ ფორმაშია, ის ვარდისფერ საცურაო კოსტიუმში პოზირებს.

ცხადია, ამ ახალ ფოტოს ფანების მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა. პირველი, ვინც ფოტო მოიწონა, ლოპესის საქმრო ალექს როდრიგესი იყო.



