მომღერალი სელინ დიონი ჟურნალ Vogue-ის ფურცლებისთვის გაშიშვლდა. 49 წლის ვარსკვლავის ეს ნაბიჯი საკმაოდ თამამად მიიჩნიეს მისმა თაყვანისმცემლებმა.
გამოცემაში გამოქვეყნდა მომღერლის ე.წ დღიურიც, სადაც მის ცხოვრებაზე არის საუბარი. კერძოდ კი რომელი ცნობილ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას და რა მოსწონს ყველაზე მეტად მოდის ინდუსტრიაში.
ჟურნალის ეს ნომერი პარიზის მოდის კვირეულს ეძღვნება, რომლის ერთ-ერთი საპატიო სტუმარი სწორედ სელინ დიონია.
