ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა – ნანუკა ჟორჟოლიანს საგამოძიებო უწყება გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
„ეს ჯარიმა არაფერს შეცვლის“ – ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ერთ-ერთ ეპიზოდში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„5 ათას ლარიანი დღე. ძვირია, მაგრამ კარგი იყო“, – წერ ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისათვის, ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ – კერძოდ იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 3 იანვარს იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
5ათას ლარიანი დღე. :))❤️ ძვირია, მაგრამ კარგი იყო.
Posted by Nanuka Zhorzholiani on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2025