ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე განმარტავს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის საგადასახადო სისტემა SWIFT-იდან გათიშვას.
ამის შესახებ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
გერმანია და იტალია აცხადებენ, რომ SWIFT-დან რუსეთის გათიშვას მხარს დაუჭერენ
“დიდი ალბათობით რუსეთს ჩახსნიან საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-იდან.
სხვადასხვა გათვლებით (ირანის ანალოგის გათვალისწინებით) მხოლოდ ეს გამოიწვევს ოკუპანტის;
– 5-10% ეკონომიკურ ვარდნას
– ექსპორტის 30 – 50% შემცირებას
– დეპოზიტების და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას
– გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას
პ.ს. ეს ყველაფერი თუ პანიკა არ დაერთო დამატებით, რაც ასევე მაღალი რისკია,”-წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთის Swift-დან დაბლოკვის წინააღმდეგი რჩება, უნგრეთია.