ლატარიაში მოგებები კოვიდ პანდემიისა და კრიზისის დროსაც კი გრძელდება. გაიცანით, ბოლო დროის ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც 9 ნოემბერს „5/35-ოქროს ბურთის“ მხოლოდ ორი ბილეთი შეიძინა, გათამაშების შემდეგ კი 269 936 ლარის მფლობელი გახდა. მაშ, ასე – „5/35 -ოქორს ბურთის“ ჯეკპოტის მოგებულია – ქალბატონი თინათინ ნადიბაიძე!
თინათინ ნადიბაიძემ მის ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი ბილეთი გორში, სტალინის 11-ში მდებარე ლატარიის ჯიხურში სახლში მიმავალმა გზად შეიძინა და ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს შენაძენი მის ცხოვრებაში ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდებოდა.
„ლატარიას ხშირად ვთამაშობ, მომიგია კიდეც, ხანდახან 2 ლარი, ერთხელ 60 ლარიც კი მოვიგე. ლატარიის თამაში ჩვევაში მაქვს გადაზრდილი, სახლში მიმავალმა გზად ლატარიის ჯიხური უნდა გავიარო, ამ ჯიხურისთვის გულგრილად არასდროს ჩამივლია, ყოველთვის ვყიდულობ ხოლმე მორჩენილი ხურდით ბილეთებს. იმ დღესაც ჩვეულებას არ ვუღალატე და „ოქროს ბურთის“ 2 ბილეთი შევიძინე, ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო გამოდგა, ალბათ შვილების და შვილიშველების შეძენის შემდეგ“, – ამბობს თინათინ ნადიბაიძე და თან ჯეკპოტის ბილეთს უყურებს.
თინათინ ნადიბაიძე 57 წლისაა, ის გორში დიდ ოჯახთან -სამი შვილთან, 6 შვილიშვილთან, ერთ შვილთაშვილთან, დედასთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს, ოჯახს საოჯახო ბიზნესი აქვს – ნადიბაიძე-ლაფერაშვილები პატარა საოჯახო მაღაზიის მფლობელები არიან.
„მოგებული თანხით ბიზნესის გაფართოებას არ ვაპირებ -ღვთის მადლით ისედაც გვყოფნის, შვილიშვლები თბილისში სწავლობენ და ქირით უწევთ ცხოვრება, მოგებული ჯეკპოტით თბილისში ბინას ვიყიდი და ბავშვებს გავახარებ“, – ჯეკპოტის დანიშნულებაც უკვე მოძებნილი აქვს ქალბატონ თინათინს.
თინათინ ნადიბაძეს მოგებული ჯეკპოტი 269 936 ლარი უკვე გადაეცა. „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ულოცავს ქალბატონ თინათინს ჯეკპოტის მოგებას და კიდევ ბევრ იღბლიან დღეებს უსურვებს.
„5/35-ოქროს ბურთის“ საწყისი ჯეკპოტი კი, გათამაშების შემდეგ, უკვე 110 000 ლარზე მეტია, თითქმის ჯეკპოტის საპრიზო ფონდის თანხის ოდენობისაა მეორე საპრიზო კატეგორიის თანხაც და ის 104 000 ლარია. ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია, გათამაშება კი იმართება ყოველდღიურად ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში 19:45 საათზე.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
R