LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ადამიანზე მეტს მიკროავტობუსში ფეხზე ვეღარ დააყენებენ – მგზავრებს სიახლე დიდად არ უხარიათ

107

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.  2011 წელს „თბილისის მიკროავტობუსმა“ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც სამარშრუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტის ფეხზე დაყენება ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯებოდა, თუმცა რეგულაცია რეგულაციად დარჩა – ფაქტია, რომ მგზავრების ნაწილს გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დისკომფორტს უქმნის.

მაგრამ, არის მეორე მხარეც.

მგზავრების ნაწილს ურჩევნია, სავსე მიკროავტობუსში იდგეს, ვიდრე დიდი დროის განმავლობაში ელოდოს შემდეგ ტრანსპორტს.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნავს, რეგულაციის გამკაცრების მომხრეა იმ შემთხვევაში თუ მიკროავტობუსების რაოდენობა გაიზრდება.

ჩემთვის, როგორც რიგითი მგზავრისთვის, ეს რეგულაცია ძალიან მიმზიდველი ჩანს, თუმცა ამას აქვს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში – რეგულაციის გამკაცრების პარალელურად, თითოეულ ხაზზე მომუშავე ტრანსპორტის რაოდენობა უნდა გაიზარდოს. პირადად ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ დიდ ხაზზე მომუშავე ტრანსპორტს ველოდები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, ამ შემთხვევაში მომიწევს ლოდინი დაახლოებით 40 წუთი ან უფრო მეტი, იმიტომ რომ არ ვიცი აღმოვჩნდები თუ არა იღბლიანი მეხუთე ადამიანი. აქედან გამომდინარე, სანამ რეგულაცია გამკაცრდება, თავად ტრანსპორტის რაოდენობის პრობლემა უნდა მოგვარდეს,“ – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

12036722_10204989101143441_8509377418010770654_n

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თბილისის მირკოავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, იქ სადაც საჭიროა მიკროავტობუსების დამატება, ყოველ წელს ემატება და ასე მოხდება წელსაც.

„დედაქალაქის მასშტაბით მოძრაობს 2000-მდე მიკროავტობუსი, მაგრამ იმის გამო რომ დედაქალაქში არის საცობები, ვერ ხერხდება აღნიშნული სამარშრუტო ხაზის კონკრეტული გრაფიკის დაცვა, რომელიც წინასწარ არის შედგენილი მონიტორინგის სამსახურის მიერ. საცობების გამო აგვიანდება ტრანსპორტს, რაც იწვევს მგზავრთა ნაკადის ზრდას. ჩვენმა კომპანიამ მძღოლებს თავის დროზე კატეგორიულად აუკრძალა მიკროავტობუსებში 5 მგზავრზე მეტის ფეხზე დაყენება, თუმცა ამ რეგულაციამ წარმოშვა მთელი რიგი პრობლემები, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა საქმე, ამის შემდეგ ეს შეზღუდვა ჩვენ თითქოს მოვხსენით, მაგრამ იმის გამო, რომ ამ პრობლემას უკვე საზღვრები აღარ აქვს, კვლავ გავამკაცრეთ რეგულაცია და ყველა მძღოლი, ვინც 5 მგზავრზე მეტს დააყენებს მიკროავტობუსში, ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ნათია მიქიაშვილი.

ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანია იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ განკარგულებას მძღოლები დაემორჩილებიან.

„აქამდე ყველა არ ასრულებდა აღნიშნულ კანონს. პროფკავშირები კანონმორჩილი ხალხი ვართ და რაც კანონია, იმ კანონს ვერ გავექცევით, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მძღოლები განკარგულებას დაემორჩილებიან“, – აცხადებს ლავრენტი ალანია.

ავტორი : გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g