LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ახალი სერიალი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჩაუსხდეთ

395

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ უახლეს სერიალებზე, რომელთა ყურებაც ნამდვილად ღირს. მათ შორისაა ორი უიღბლო ადამიანის ისტორია სერიალში „სიყვარული“, მარტინ სკორსეზეს სერიალი „ვინილი“, კრიმინალური დრამა „ხალხი ო ჯეი სიმპსონის წინააღმდეგ“, Instagram-სერიალი დევიდ ბოუის ბოლო ალბომის მიხედვით და სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაცია „11/22/63“.

  1. სიყვარული (Love)

სიუჟეტის ცენტრში ორი უიღბლო ადამიანია. გასი, რომლის როლსაც პოლ რუსტი ასრულებს, მსახიობი და მასწავლებელია. მისი ოცნებაა ნამდვილი სცენარისტი გახდეს, თუმცა სითამამე არ ჰყოფნის თავისი იდეების შესახებ ღიად ისაუბროს. 32 წლის მიკი, რომლის როლსაც გილიონ ჯეიკობსი ასრულებს, ალკოჰოლიკია და გატაცებულია ნარკოტიკებით. ეს ორი უიღბლო ადამიანი შემთხვევით ხვდება ერთმანეთს მაღაზიაში, რის შემდეგაც მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

Love

https://www.youtube.com/watch?v=Ym3LoSj9Xj8

  1. ვინილი (Vinyl)

სერიალის მთავარი გმირი ხმისჩამწერი სტუდიის მფლობელი რიჩი ფერნესტაა, რომელსაც ფინანსური და ოჯახური პრობლემები აქვს. სერიალი მუსიკალური ბიზნესის ინტრიგებზე, სექსსა და ნარკოტიკებზეა. პროექტის რეჟისორია მარტინ სკორსეზე, რომელმაც ყველა ეპიზოდზე თავად იმუშავა.

2

  1. ამერიკული დანაშაულებების ისტორია (American Crime Story)

ამ სერიალის პირველი სეზონის სიუჟეტი ო ჯეი სიმპსონის გახმაურებულ საქმეს ეძღვნება. ცნობილ ფეხბურთელს მეუღლისა და მისი მეგობრის სასტიკ მკვლელობაში ადანაშაულებენ. ყველა ფაქტი მის წინააღმდეგ საუბრობს, თუმცა ქვეყნის საუკეთესო ადვოკატები მის გამართლებას რასიზმის კუთხით ცდილობენ. 90-იანი წლების ყველაზე კრიმინალური საქმე სერიალში დეტალურადაა გახსნილი და  სამსახიობი გუნდიც ფანტასტიურად ართმევს თავს ამოცანას. ო ჯეი სიმპსონის როლს კუბა გუდინგი ასრულებს. ადვოკატების როლში კი, ჯონ ტრავოლტა და დევიდ შვიმერი გვევლინებიან. პროკურორ მარშა კლარკის როლს ასრულებს სარა პაულსონი. თითო ეპიზოდი 40 წუთს გრძელდება. თუმცა, დაძაბული სიუჟეტის ფონზე, დრო შეუმჩნევლად გადის.

3

  1. Instagram-სერიალი, Unbound

ესაა დევიდ ბოუის ალბომის, Blackstar-ის მიხედვით გადაღებული Instagram-სერიალი, რომელსაც უკვე 25 ათასი მიმდევარი ჰყავს. თითოეული ეპიზოდი ვიზუალურად ახდენს ბოუის პლასტიკის ინტერპრეტირებას. ეს სერიალი ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც დევიდ ბოუის თაყვანისმცემლებისთვის, ასევე ვიზუალური კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

4

https://www.youtube.com/watch?v=0QtK7fgo0Bc

  1. 11/22/63

სერიალი გადაღებულია სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ის ინგლისური ენის მასწავლებლის, ჯეიკ ეპინგის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის როლსაც ჯეიმს ფრანკო ასრულებს. ეს უკანასკნელი 2011 წლიდან წარსულში გადადის, რათა პრეზიდენტ კენედის მკვლელობა აღკვეთოს. წარსულში დაბრუნებას მთავარი გმირი პორტალის საშუალებით ახერხებს. ის ცდილობს გამოიძიოს საქმე, რომელმაც კენედი მკვლელობამდე მიიყვანა. საბოლოოდ კი ხდება 60-აინი წლების მოვლენების მონაწილე და უკვე მომავალში დაბრუნება უჭირს.

5

https://www.youtube.com/watch?v=NXUx__qQGew

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g