LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 დღე იყო დაკარგული, ვლოცულობდი, ცხედარი მაინც მეპოვა.. ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოში ვიპოვეთ გარდაცვლილი“.. – ლაშა ღლონტი მამის გარდაცვალებაზე

822
ფორტუნა - 2023-07-15T003022.619

მომღერალი ლაშა ღლონტი ექიმ გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ იმყოფებოდა სტუმრად.

ლაშა ღლონტმა მამის გარდაცვალებაზე ისაუბრა, რომელიც  ალცჰაიმერით იყო დაავადებული.

„მოძრავი ადამიანი იყო და გარეგნულად არაფერი აწუხებდა. მაგრამ დაეწყო ღამე გასვლები. იტყოდა ხოლმე სამსახურში მივდივარო. წავიდოდა 15 წუთით და მერე მოდიოდა. ერთხელ დღის განმავლობაში დაიკარგა, ამის მერე ჩავკეტეთ კარი და კონტროლის ქვეშ გვყავდა. სამწუხაროდ, გაიპარა. მთელი ბათუმი ეძებდა.

დაახლოებით ხუთი დღე ვეძებეთ. ეს ხუთი დღე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო, რომელმაც ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა.  ვლოცულობდი ცხედარი მაინც მეპოვა.. ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოში ვიპოვეთ გარდაცვლილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g