LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „5 დღეში დავგეგმე ეს კონცერტი.. მოლოდინს გადააჭარბა, ეს ყველას ოცნებაა “ – პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის ახდენილი ოცნება და პირველი სოლო კონცერტი ნიუ-იორკში

196
sandro mza

პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა, პირველად, ნიუ-იორკში, ჯულიარდის სკოლაში, სოლო კონცერტი ნამდვილი ტრიუმფით ჩაატარა.

ვიდეო: ორი ქართველი პიანისტის გამოსვლა ნიუ იორკში: „კიდევ ერთი ბედნიერი საღამო…“

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში, ქართველი მუსიკოსი, მაყურებელს ემოციებს უზიარებს.

„ამერიკის ისტორიაში პირველი იყო ასეთი მასშტაბური კონცერტი, ჯულიარდის სკოლაში, საუკეთესო დარბაზით და საუკეთესო მსმენლით.

აქ სხვაგვარი შემოქმედებითი განვითარება დავიწყე.. ჯულიარდის სკოლა ეს არის ყველას ოცნება..

კონცერტით ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველი კონცერტი იყო ვღელავდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოლოდინს გადააჭარბა.

ის, რომ ჯულიარდის დარბაზში ვიმღერე ეს კი ჩაიწერა ჩემს ბიოგრაფიაში, მაგრამ მთავარია აუდიტორიის ემოციები, თუ როგორ დავუკრავ მე.. ვფიქრობ, რომ ამ მისიას წარმატებით გავართვი თავი.

ჩემი მიზანია, რომ ამერიკაში დადებით კონტექსტში გამიცნონ.

მე აქ ერთი თვის წინ დავიწყე სწავლა და პირველივე კონკურსი მოვიგე, რომელიც სპეციალურად პიანისტებისთვის იყო განკუთვნილი. ამ კონკურსის მოგების შემდეგ 5 დღეში დავგეგმე ეს კონცერტი.

ქართველ მსმენელს მინდა ახალი სანდრო შევთავაზო: უფრო მომზადებული..

თუ მოვახერხე დეკემბერში ჩავატარებდი კონცერტს საქართველოში, თუ არადა ზაფხულში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g