LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 დღის შემდეგ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ვირუსი სხეულში… ამ მედიკამენტს შეუძლია პოტენციურად დაასრულოს პანდემია” – ღოღობერიძის თქმით, „მოლნუპირავირი“ არა მარტო ცხოველებში, არამედ ადამიანებშიც ეფექტურია

110988
BeFunky-collage

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვის მეშვეობით მედიკამენტ „მოლნუპირავირთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევის ახალ დასკვნებს უზიარებს საზოგადოებას.

როგორც გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, მედიკამენტი კვლევის მეორე ფაზის მიწურულშია და ახლა კვლევა უშუალოდ ადამიანებზე ჩატარდა.

ღოღობერიძის თქმით, კვლევის თანახმად, მედიკამენტი არა მარტო ცხოველებში, არამედ ადამიანებშიც ეფექტურია.

„მედიკამენტს ადამიანებშიც იგივე ეფექტურობა აქვს, რაც ცხოველებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან კარგი მომავალი შეიძლება ჰქონდეს.

ყველა პაციენტს, ვისაც აძლევდნენ ამ მედიკამენტს, 5 დღის შემდეგ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ვირუსი სხეულში. ხვდებით, ხომ რამდენად ძლიერი მედიკამენტია. ძალიან დამაიმედებელი შედეგებია, რადგან ასეთი მოქმედების წამალი, ჯერჯერობით კოვიდის წინააღმდეგ არ გვაქვს.

თუმცა ეს მხოლოდ მეორე ფაზის კვლევიდან გამომდინარეა, ახლა მესამე ფაზის მოლოდინში ვართ.

ახლა, რა ინფორმაციაც ჟღერდება, ეს ადამიანებზე გამოცდილი მეორე ფაზის კვლევის შედეგებია.

ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტი ბლოკავს ვირუსის გამოვლენას – თუ ადამიანი იქნება მსუბუქად დაავადებული,მიიღებს და აღარ იქნება გადამდები. გარდა ამისა, თუ დაავადებულია და მიიღებს, აღარ განვითარდება დაავადების მძიმე ფორმები.

ანუ ამ მედიკამენტს შეუძლია პოტენციურად დაასრულოს პანდემია, ძალიან მარტივად. ჯერ ერთი ვირუსის რაოდენობა თითქმის ნულზე დაყავს 5 დღეში და ამავდროულად, ხელს უშლის დაავადების მძიმე ფორმების განვითარებას.

ძალიან დიდია იმედი, რომ ამ მედიკამენტმა გაამართლოს“.- აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g