LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ძირითადი შეცდომა აკნეს მკურნალობის დროს

342
მარინა-ოჟოგინა1 (1)

ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ აკნე მოზარდების პრობლემაა, თუმცა  იგი ძალიან ხშირია ზრდასრული ადამიანების შემთხვევაშიც.

აკნეს მკურნალობის პროცესში ხშირად დაშვებულ შეცდომებზე “კარაპს მედლაინის” ვაკის ფილიალის ექიმი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი მარინა ოჟოგინა გვესაუბრება:

აკნეს ძირითადი მიზეზი კი ჩაკეტილი ფორები, სტრესი და ჰორმონალური დისბალანსია.

აკნეს მკურნალობისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომებია:

  1. სახის ზედმეტად ხშირი დაბანა და წმენდა, სპირტის შემცველი მოვლის საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიდროლიპიდური მანტიის (კანის დამცავი ფენის) დაზიანება, კანის გაუწყლოება, ეპიდერმისის მგრძნობელობის გაზრდა. სსხვადასხვა ტიპის სკრაბების, პილინგებისა და სპირტის შემცველი მოვლის საშუალებების გამოყენება კი, იწვევს კანის გამოშრობას და წარმოადგენს ერთგვარ სიგნალს ცხიმოვანი ჯირკვლებისთვის, რასაც მოჰყვება მეტი ცხიმის გამომუშავება მათ მიერ.
  2. აკნესგან გამოწვეული მუწუკების ექსტრუზია (გამორწყვა) – ამგვარი ქმედება პირდაპირ უწყობს ხელს ახალი კერების წარმოქმნას. ინფექცია აღწევს კანის შემადგენელი ნაწილების:  ეპიდერმისის და დერმის უფრო ღრმა ფენებში, იწვევს ანთებით პროცესს, რომელიც ვრცელდება დაინფიცირებული ლოკაციებიდან ჯანმრთელზე, იწვევს ხანგრძლივ სიწითლეს და ნაწიბურების წარმოქმნას.
  1. კანის არასაკმარისი დატენიანება – აკნესკენ მიდრეკილი კანი შესაძლოა იყოს მშრალი, განსაკუთრებით რეტინოიდებით (მაგ: როაკუტანი) მკურნალობისას. გამოიყენეთ არაკომედონური (რომელიც არ ჯდება ფორებში) დამატენიანებელი საცხები თუ მოვლის საშუალებები (მითითებულია პროდუქციაზე). გახსოვდეთ, რომ კანის ტენიანობის დეფიციტი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და მათ მიერ მეტი ცხიმის გამომუშავებას.
  2. მცდარია მოსაზრება, რომ მზე და რუჯი შველის აკნეს. კანის უმნიშვნელო გახურებაც კი იწვევს PH – ის (მჟავა-ტუტოვანი ბალანსი) დარღვევას, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გავრცელებისთვის. ამას გარდა,  მზის სხივების ზემოქმედებით, დამწვრობისგან თავის დასაცავად,  ეპიდერმისის რქოვანი შრე სქელდება, ხოლო მათ ქვეშ კი  გროვდება  სითბური ზემოქმედებით კიდევ უფრო გამკვრივებული ცხიმი, რომელიც ხურავს ფორებს. ყოველივე ეს კი,  თავის მხრივ იწვევს აკნეს და კომედონების წარმოქმნას.
  3. პრევენციის ნაკლებობა – თუ თქვენ ყველაფერი გამოგივიდათ და დაამარცხეთ აკნე, თქვენი კანი კი კვლავ ძველებურად ბზინავს და ანათებს, გახსოვდეთ, რომ სათანადო პრევენციული ღონისძიებების გარეშე პრობლემა შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს. ნუ დაკავდებით თვითმკურნალობით და  ბრმად ნუ გამოიყენებთ იმ საშუალებებს, რაც შესაძლოა ეფექტიანი იყოს თქვენი მეგობრების თუ ახლობლების შემთხვევაში. ყველა ადამიანის კანი განსხვავებულია და საჭიროებს პროფესიონალი დერმატოლოგი-კოსმეტოლოგის მიერ შერჩეულ ინდივიდუალურ მოვლასა და მკურნალობას.

 

magti 5g