ქუჩაში აცივდა, სახლში ყოფნა კი სულ უფრო და უფრო კომფორტული ხდება. საღამოობით გარეთ გასვლაზე ბევრად უფრო სასიამოვნო პლედში გახვევა და კინო სეანსის მოწყობაა. მთელი კვირისთვის კარგი განწყობის შესაქმნელად ძველი, მაგრამ ძალიან საყვარელი ფილმების გახსენება არ იქნებოდა ურიგო.
წინა ღამეს ნიუ-იორკში
ახალგაზრდა ოჯახური წყვილი ერთმანეთს ერთი ღამით შორდება. ქმარი მივლინებაში წავა მიმზიდველ თანამშრომელთან ერთად, ცოლი კი ამ დროს ყოფილ სიყვარულს გადაეყრება. ასე იწყება გრძელი ღამე, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გააჩენს.
ნოთინგ ჰილი
როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედია, რომელშიც ცნობილი მსახიობისა და ლონდონელი წიგნის გამყიდველის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი. ფილმი სავსეა პოზიტივით, სცენებით რომელიც გულწრფელ ღიმილს მოგგვრით და საუკეთესო განწყობასაც შეგიქმნით.
ჩემი სელინჯერის წელიწადი
ახალგაზრდა მწერალი ქალი ცათამბჯენებიანი ქალაქის დაპყრობაზე ოცნებობს. მწერალთა სამყაროსთან დასაახლოებლად ის ერთ-ერთ სააგენტოში იწყებს მუშაობს და ცხოვრების შეცვლას ცოცხალი ლეგენდის – სელინჯერის დამსახურებით იწყებს.
მოჩვენება
ბედნიერმა წყვილმა მდიდრული ბინა იქირავა და თავისი ბუდის მოწყობა დაიწყო. ერთ დღესაც სახლისკენ მიმავალ გზაზე მათ თავს დაესხმებიან და სემს მოკლავენ. ასე გაიხსნება მის თვალწინ სრულიად ახალი სამყარო, რომელიც მისი მსგავსი მოჩვენებებითაა სავსე. შემდეგ ის მიხვდება, რომ ერთადერთი რამ რაც მას აქ აკავებს, საყვარელი ქალის დაცვის სურვილია. ფილმი უამრავ თავგადასავალს, კომიკურ სიტუაციას და გულის ამაჩუყებელ სცენებს აერთიანებს, ასე რომ მისი ნახვა ნამდვილად ღირს.
ერთადერთი ცოცხალი ბიჭი ნიუ-იორკში
ტომასი ახალ მეზობელს გაიცნობს და იმ წუთიდან მისი მეგობარი ხდება. მოხუცი თავის თავზე არაფერს ჰყვება, თუმცა ძალიან გულისხმიერია და ტომასი მას თავის სადარდებელს უზიარებს. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ბიჭი მამის ღალატის მოწმე გახდა და არ იცის თუ როგორ მოიქცეს. ამასობაში თავადაც ვერ მიხვდება თუ როგორ გახდება სასიყვარულო სამკუთხედის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში დიდი ვნებათაღელვაა, ზოგადი ატმოსფერო მაინც ძალიან დამამშვიდებელია და კადრში მანჰეტენის ულამაზესი ხედებიც მრავლადა.