LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 ივნისს, მუსიკალური წარმოდგენა ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები გაიმართება“ – ჯადოსნურ სამყაროში მაყურებლის მეგზური ნიკოლოზ რაჭველი იქნება

559
Untitled design (1)

5 ივნისს, მხოლოდ ერთი დღით, ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt” და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარმოგიდგენთ პროექტს The Best Of – ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, ექსკლუზიური ვერსია მუსიკალური წარმოდგენისა „მეხსიერების ბარათი“.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუსიკისა და კინოს ჯადოსნურ სამყაროში მაყურებლის მეგზური კვლავ ნიკოლოზ რაჭველი იქნება.

„მუსიკალურ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური სტუმრები – ანიტა რაჭველიშვილი, ნინო ქათამაძე, ბექა გოჩიაშვილი, ნუცა თოფურია და სხვა.

სცენარის ავტორი და კრეატიული პროდიუსერი – თეო ჯორბენაძე

დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე

გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი

გენერალური პარტნიორი – ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

საინფორმაციო მხარდამჭერები – რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, „მედია პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08

5 მაისს მხოლოდ ერთი მუსიკალური წარმოდგენა – ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები!“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g