LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მაისს საქართველო მეექვსედ ირბებს მსოფლიოსთან ერთად

289
AP-1VK3SCVY12111_hires_jpeg_24bit_rgb

მსოფლიო რბენა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 5 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ გაიმართება.

Wings for Life World Run-ი უნიკალური საქველმოქმედო მარათონია. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია, მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ს არ აქვს განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი.  სტარტიდან 30 წუთის შემდეგ ე.წ. „ფინიშის მანქანა“ 14 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს 34კმ/სთ-ში განავითარებს. გასულ წლებთან შედარებით, „ფინიშის მანქანა“ სიჩქარეს ყოველ ნახევარ საათში მოუმატებს. რბენის შედეგები კი, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან გაკონტროლდება. მონაწილებს და მათ გულშემატკივრებს რეალურ დროში შეეძლებათ საკუთარი შედეგის ნახვა ვებგვერდზე.

მსოფლიო რბენის 2 ლოკალური გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2020 წელს თავად აირჩევენ, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ.

მონაწილეების რეგისტრაცია  2019 წლის 30 იანვარს დაიწყო და 2 მაისამდე გაგრძელდება ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. საქართველოში მონაწილეობის ღირებულება  30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life-ის ფონდში თანხა EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით  ირიცხება.

მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), კალათბურთელი რეზი როგავა, რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ჩემპიონები: მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, მრბოლელები მევლუდ მელაძე და დათა ქაჯაია, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენალი გიგა ძულიაშვილი და თამარ გელაშვილი. გარდა სპორტსმენებისა,  კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები ელენე კალანდაძე და აჩიკო გულედანი, ტელეწამყვანები: მარიამ ვაშაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი გაფრინდაშვილი, ნიკა გრიგოლია ცნობილი სახეები: ქეთი ხატიაშვილი, ნინუცა მაყაშვილი, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე; ფოტოგრაფი მარი ნაკანი და ა.შ.

რამდენიმე ფაქტი 2018 წლის მსოფლიო რბენის შესახებ:

▶ 2018 წელს რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში პირველად დარეგისტრირდა 7000 ადამიანი;

▶ 2018 წელს მსოფლიო რბენა 66 ქვეყნის 200 ლოკაციაზე გაიმართა. ჯამში, 100000-მა მონაწილემ 934,484 კმ-ის დაფარვა შეძლო

▶ 2018 წლის მსოფლიო რბენის ლოკალური გამარჯვებულები ნინა ზარინა (47,45 კმ) და ალექსანდრ ჩებურკინი (74,728კმ) გახდნენ.  ისინი 2019 წელს ავსტრალიაში ირბენენ.

▶გასული წლის გლობალური გამარჯვებული არონ ანდერსონი გახდა, მან ეტლით 89,58 კმ დაფარა.  ქალებს შორის გამარჯვებული კი, ვერე ნუნისი  (53,78კმ) გახდა.

▶2018 წელს საქართველოში ირბინეს სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულმა მორბენლებმა: საქართველოს გამარჯვებული- გიორგი შეკრელიძე (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებული – სებასტიან ჰალმანი (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებული -ვეისი ასლანი (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებული-იოაშა ზაკრჟევსკი (52,26კმ), 2016 წლის კახეთის გამარჯვებული-იანა ხმელევა (34,95კმ), 2014-2015 წლის კახეთის გამარჯვებული ანატოლი ოლეინიკოვი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g