სულ ცოტა ხნის წინ, 52 წლის მოდელმა და მსახიობმა პამელა ანდერსონმა საზოგადოება კვლავ გააოცა, ის ჟურნალVanity Fair Italia-ის გარეკანზე მოხვდა და თანაც, საოცრად პიკანტური ფოტოები გადაიღო, ყოფილი „მაშველი“ კარმელო რედონდოს ობიექტივში გაშიშვლდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იდეალურ ფორმაშია.
52 წლის პამელა ანდერსონი კარმელო რედონდოს ობიექტიში გაშიშვლდა
ცნობილი „მაშველი“ რომ ისევ შეუდარებელ ფორმაშია, ამაზე ჟურნალი Vanity Fair Italia-ის გარეკანი მოწმობს.
ახლა კი The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ვარსკვლავმა ფარულად 74 წლის პროდიუსერ, ჯონ პიტერსზე იქორწინა. ცერემონიალი დახურული იყო და ის მალიბუში გაიმართა.
„35 წლის განმავლობაში მხოლოდ პამელასთან ყოფნა მინდოდა, ის ჩემი შთაგონების წყაროა“– აცხადებს 74 წლის პიტერსი.
შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 80-იან წლებში ხვდებოდა, ეს პამელასთვის მეხუთე ქორწინებაა.