LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რამ რაც ორგანიზმს ანადგურებს და შესაძლოა თქვენ ამის შესახებ არც იცით – სპეციალისტის რჩევა

86
Capture

ჩვენ ვიცით, რომ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, პრევენცია უკეთესია ვიდრე მკურნალობა. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა ორგანიზმს საფრთხეში აგდებთ, თანაც ისე რომ ამის შესახებ არც იცით? ექიმების თქმით, მათ ჰყავთ პაციენტები რომლებიც თითქოსდა ყველაფერს სწორად აკეთებენ, ჯანსაღად იკვებებიან, საკმარის დროს უთმობენ ძილს, დადიან დარბაზში.. თუმცა, თავს კარგად მაინც ვერ გრძნობენ.
ეს ხუთი რამ, ჯანმრთელობას სერიოზულად გიზიანებთ და ამიტომ შეეცადეთ არ გამოგრჩეთ.

1. ზედმეტი შაქარი
არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ზედმეტი შაქარი გულის დაავადებების რისკთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, შაქრის სიყვარული დიაბეტის, ზედმეტი წონის და სხვადასხვა გართულებების წარმოშობის ალბათობას ზრდის.

2. მუცლის ცხიმის უგულებელყოფა
თუკი თქვენი მუცელი წლებთან ერთად იზრდება, ამ საკითხის იგნორირება ნამდვილად არ ღირს. არაერთი კვლევით დასტურდება რომ მუცლის ცხიმი მაღალ წნევას და მეორე ტიპის დიაბეტს იწვევს.

3. ალკოჰოლი
თუკი ალკოჰოლის მიღება ხშირად გიწევთ, თუნდაც ერთი სეზონის განმავლობაში, თქვენს იმუნურ სისტემას სერიოზულ ზიანს აყენებთ. ის ადამიანებიც კი ვინც ფიქრობს, რომ სმასთან დაკავშირებული პრობლემა არ აქვს და ალკოჰოლს იშვიათად იღებს – ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეებს უქმნიან.

4. მთელი დღის განმავლობაში ჯდომა
ცხოვრების უძრავი სტილი თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია, იმ შემთხვევაშიც კი როცა რეგულარულად ვარჯიშობთ. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ დიდ ხანს ჯდომა ისეთ სერიოზულ გართულებებს იწვევს, როგორიცაა გულის დაავადებები და დიაბეტი.

5. საშიში დანამატები
საშიში დანამატები ღვიძლის დაავადების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. განსაკუთრებით საშიშია სხვადასხვა ფხვნილები, რომლებიც ვითომდა გასახდომადაა განკუთვნილი. ასე რომ სანამ თქვენს ორგანიზმს ასეთ საფრთხეში ჩააგდებთ, ექიმთან კონსულტაციის გავლა არ დაგავიწყდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები