LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა ახალბედა მძღოლებს

1407
Untitled-2 (11)

დროთა განმავლობაში ავტომობილი განიცდის დიდ ცვეთას. იმისთვის, რომ მომხმარებელმა ერთის მხრივ, დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალ მდგომარეობაში მისი ავტომობილი, ხოლო მეორეს მხრივ, უსაფრთხოდ გადაადგილდეს, აუცილებელია მანქანის სისტემატური მოვლა. ნებისმიერმა მძღოლმა, განსაკუთრებით კი ახალბედებმა, უნდა დაიმახსოვრონ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც მათ დაეხმარება ავტომობილის მოფრთხილებაში.

მოცემულ ბლოგში გთავაზობთ მოგოს რჩევებს, რომლებიც ახალბედა მძღოლებისათვის შეიძლება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს:

საბურავების მოვლა

სეზონის მიხედვით საბურავის ცვლილება

ზამთარსა და ზაფხულში, ტემპერატურის ცვლილებიდან გამომდინარე, საბურავსა და  გზის ზეადაპირს შორის მოჭიდება განსხვავებულია. ზაფხულის საბურავს აქვს გლუვი ზედაპირი. მისი პროტექტორი მეტად ახლოს ეხება გზას და შესაბამისად, მაღალი მოჭიდება აქვს მზისგან გახურებულ გზაზე. როცა ტემპერატურა ეცემა (ჩამოსცდება + 9-10 გრადუსს), საბურავები ცივდება და ასფალტზე მოჭიდებას კარგავს. ეს ავტომობილის მართვას აქვეითებს, ამასთან ერთად, ქვეითდება მუხრუჭის სიჩქარეც და საბოლოოდ რთულდება ავტომობილის დამორჩილება. ამ მიზეზით ტემპერატურის დაცემასთან ერთად, კრიტიკულად აუცილებელია ზამთრის საბურავების მორგება ავტომობილისათვის.

რაც შეეხება ზამთრის საბურავებს, ის გამოირჩევა სირბილითა და მსუბუქი სვლით. მისი მთავარი მახასიათებელი დაღარული ზედაპირია. ამის მიზეზი ისაა, რომ საბურავი კარგად მოეჭიდოს სველ, თოვლიან, ან მოყინულ გზას. ტემპერატურის ზრდასთან ერთად, (+ 9 -10 გრადუსი), ზამთრის საბურავი უფრო მარტივად ცვდება. ამ მიზეზით, გაზაფხულიდან საჭირო ხდება მისი შეცვლა ზაფხულის საბურავებით.

ნახეთ დეტალურად სტატია: 5 ძირითადი ფაქტორი ავტომობილის საბურავის შერჩევისას

ლანდშაფტის შესაბამისად, საბურავების შერჩევა

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ზედაპირზე უწევს მანქანას გადაადგილება. ასფალტი, მთა-გორიანი ზედაპირი, ტალახი, თოვლი თუ სხვა, საჭიროებს სპეციფიკური ტიპის საბურავებს. მაგალითად, შეიძლება საჭირო იყოს საბურავები, რომლებიც ფერდობზე, დაბალი სიჩქარით, უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას იძლევა. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია არასაგზაო, ღრმა პროტექტორის, კარგი გამავლობის მქონე საბურავები. საგულისხმოა, რომ არასაგზაო საბურავი არ გამოიყენება ასფალტზე, განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას. მიზეზი ისაა, რომ ღრმა პროტექტორი მალე გაცვდება და შემცირდება მუხრუჭის სიჩქარე.

საბურავების წნევის კონტროლი

საბურავებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წნევის კონტროლი. ეს გულისხმობს იმას, რომ  აუცილებელია ყოველი 8000-10000 კილომეტრის გავლის შემდეგ, საბურავების წნევის გაკონტროლება. მიზეზი ისაა, რომ შენარჩუნდეს მათი ბალანსი.  საბურავებს ბალანსი ეხმარება თანაბარ ცვეთაში. ამგვარად, საბურავები უფრო დიდხანს ძლებს და ამით მძღოლი თავიდან ირიდებს დამატებით ხარჯებს.

ზეთის პერიოდული შეცვლა

მანქანის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კომპონენტია ზეთი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ  ყოველი 8000-12000 კილომეტრის გავლის შემდეგ, მძღოლმა მანქანას დაამატოს კარგი ხარისხის ზეთი.

სამუხრუჭე ხუნდების კონტროლი

ყოველი 30 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, მნიშვნელოვანია სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა. ეს აუცილებელია უსაფრთხოებისათვის.

მანქანის მომზადება ზამთრისთვის

ზამთარს განსაკუთრებით მომზადებული უნდა შეხვდეს ავტომობილი. საბურავების ცვლილების გარდა, მნიშვნელოვანია მძღოლმა მწყობრში მოიყვანოს ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე და აალების სანთლები.

მანქანის ინტერიერის სისუფთავე

რამდენიმე მიზეზის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია მანქანის სალონის სისტემატური წმენდა და მისი ინტერიერის ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, როგორიც თავდაპირველად იყო მანქანა. ერთის მხრივ სასიამოვნო და ესთეტიკურია სუფთა და ლამაზ სალონში ჯდომა, თუმცა, ამას გარდა, კარგად მოვლილი სალონი აუცილებლად გამოდგება იმის გარანტად, რომ საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელმა ავტომობილი მაღალ ფასად გაყიდოს. რაც უფრო ნაკლები დოზითაა სალონში ლაქები, დამწვარი ან გახეული არეები, მით უფრო ნარჩუნდება მანქანის ღირებულება.

იხილეთ ასევე სტატია: ტოპ 10 რჩევა მოგოსგან ავტომობილის მოვლისათვის

ბოლო სტატიები: რატომ ლიზინგი | კანიონები საქართველოში | რატომ უნდა ისარგებლოთ სკუტერით | როგორ შევარჩიოთ საბურავები

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g