LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა ჯანსაღი ძილისთვის

716
adobestock-36072425

ზრდასრული ადამიანი ცხოვრების თითქმის მესამედს ძილში ატარებს. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რაში გვჭირდება ამდენი ძილი, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება მოწმობს, რომ ის ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ძილი ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. ის მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისათვის, ნორმალურად ფუნქციონირებისათვის, გარემოსთან ადაპტირებისათვის. ის ადამიანის ცხოველქმედების განუწყვეტელი ნაწილია.

თითოეულმა ჩვენგანმა იცის რა არის გამოუძინებლობა, რამდენად ცუდად ვგრძნობთ თავს უძილობის შემდეგ. კიდევ უფრო ცუდია ორგანიზმისთვის, თუ ამას სისტემატიური ხასიათი აქვს.

წარმოგიდგენთ 5 რჩევას, იმისთვის თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ ძილი რუტინული და ამასთანავე პროდუქტიული.

1. დაიწყეთ ძილისთვის მზადება ადრე

დოქტორი კრის უინთერი, ნევროლოგი, შარლოტესვილის ნევროლოგიისა და ძილის მედიცინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძილისთვის მზადება ძილამდე 2 საათით ადრე მაინც უნდა დავიწყოთ. ის გვირჩევს, რომ ზრდასრულებმა 11 საათზე დაიძინონ. მანამდე კი მოამზადონ ორგანიზმი: მიიღონ თბილი აბაზანა, მოდუნდნენ, ჩაიტარონ სახის მოვლის პროცედურები და ა.შ.

2.დაძინებამდე ისეირნეთ

დაძინებამდე ისერინეთ, გაასეირნეთ ბავშვები ან შინაური ცხოველები. თუ დრო გაქვთ, დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით, იოგით, აერობიკით. მოიშორეთ თავიდან ტექნიკა, სმარტფონები და თავი დააღწიეთ სოციალურ ქსელსაც. ეს თქვენ დაგეხმარებათ გონებისა და სულის სიმშვიდის პოვნაში.

3.არ მიირთვათ საკვები გვიან

არ ივახშმოთ გვიან. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ისაა, რომ მიირთვათ შაქრის, კოფეინისა და ალკოჰოლის გარეშე არსებული სითხეები. მაგალითად ანტიოქსიდანტები – ჩაი ლიმნით და ა.შ

4. გამორთეთ სინათლეები

ციფრული ეკრანები ტექნიკურად „გვწამლავს“. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხს აგებს ჩვენს ძილზე და ძილის ხარისხზე, რომლის სეკრეციაც დამოკიდებულია განათებაზე. ეკრანის შუქი კი მელატონინის გამომუშავებას უშლის ხელს. მელატონინს გამოიმუშავებს ტვინში არსებული გირჩისებური ჯირკვალი – ეპიფიზი. ამ ჰორმონის სეკრეცია დამოკიდებულია სადღეღამისო რიტმზე და ძილის პირობებზე. თუ თქვენ გძინავთ ოთახში, სადაც არ არის სიბნელე, ან გარედან შემოდის განათება, მუშაობს ტელევიზორი, კომპიუტერი, მელატონინი არ გამომუშავდება და როცა იღვიძებთ თქვენ ხართ გამოუძინებელი.

5. ყველა ქმედება ერთსა და იმავე დროს გაიმეორეთ

„ყველაზე მნიშვნელოვანი რუტინულ ყოფაში ისაა, რომ ის რუტინულია“– თქვა ექიმმა უინტერმა. ზრუნვა საკუთარ თავზე, ყოველდღიური რიტუალები და რუტინული ძილი თქვენ გაძლევთ ძალას და საბოლოოდ, თქვენ ასე უფრო მეტად ფლობთ საკუთარ თავს.

დოქტორმა უინტერმა ისიც თქვა, რომ რუტინა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ თქვენ ქმნით ქცევის ისეთ ფორმას, როცა კონკრეტული ქმედების შემდეგ, ტვინმა უკვე იცის შემდგომი ქმედება რა იქნება. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ თქვენი გონება და სხეული შეთანხმებულად მოქმედებენ, რაც იწვევს ჰარმონიულ მდგომარეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g