LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა, რომელიც ბინის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ

605
715x400- ფორტუნა

ბინის ყიდვა ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია, ამიტომ, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ნებისმიერ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხსაც კი, რომ შეძენის შემდეგ კომფორტულად იგრძნოთ თავი ახალ სახლში.

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ ლოკაციას, იპოვით თქვენთვის სასურველი ფართის ბინას, არ გამოგრჩეთ შემდეგი 5 საკითხი:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე

ეს უმნიშვნელოვანესი თემაა ოჯახის იმ წევრებისთვის, ვისაც მანქანა არ ჰყავს. აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, რა სიხშირით დადის და რამდენად ახლოს ჩერდება სამარშუტო ტაქსი, ან ავტობუსი თქვენს პოტენციურ სახლთან, ასევე საინტერესოა, რა დრო იქნება საჭირო მეტრომდე ფეხით მისასვლელად. ეს გამოგადგებათ შვილებთან მიმართებაშიც, რათა იცოდეთ, დაახლოებით რამდენ ხანში შეძლებენ მისვლას სკოლაში, ან უნივერსიტეტში.

ავტოსადგომი

მანქანის გაჩერება უფრო და უფრო პრობლემური ხდება ჩვენს ქალაქში, ამასთან, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში პარკირების განსხვავებული წესები მოქმედებს. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ავტოსადგომის არსებობა. იდეალურია, როცა მიდიხარ სახლში და იცი, რომ აუცილებლად დაგხვდება ადგილი, სადაც მანქანას გააჩერებ. ავტოსადგომის არ არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად დაინტერესდით არის თუ არა ახლომახლო ადგილი, სადაც საფასურის გარეშე, პარკირების საშვის არ ქონის შემთხვევაშიც კი უსაფრთხოდ დატოვებთ ავტომობილს.

ბინის ფასი

ფასი ის დეტალია, რომელიც ძირითად გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე. აუცილებლად იკითხეთ რა ღირს ბინები იმავე უბანში და 1 კვ.მ-ის ღირებულება დაიანგარიშეთ. თუ განსხვავებას აღმოაჩენთ, გაარკვიეთ რა განაპირობებს ფასის სხვაობას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები თქვენთვის, გიღირთ კი მაღალი ფასის გადახდა ამად?!

ბინის პროექტი

ალბათ ბინის შეძენამდე, წარმოიდგენთ როგორი იქნება ინტერიერი დასრულების შემდეგ? ან როგორ შეცვლიდით ოთახების განლაგებას, ტიხრებს. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციისთვის არქიტექტორ-დიზაინერს მიმართოთ, აჩვენოთ ბინის პროექტი, გააცნოთ თქვენი შეხედულებები და გაარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა ისე დააპროექტოთ სახლი და ისე განალაგოთ ოთახები, როგორც თქვენს წარმოდგენაშია.

კონტრაქტი

ყიდვის ბოლო ეტაპი საკონტრაქტო ხელშეკრულებაა, რომელიც აუცილებლად გამოცდილ იურისტს უნდა ანდოთ. კონტრაქტი ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსისგან შედგება, რომელსაც შესაძლოა თქვენ ყურადღება არ მიაქციოთ  – იქნება ეს ბინის გაფორმების წესი და პირობები, კონტრაქტის ნოტარიულად დამოწმება, დარეგისტრირება საჯარო რეესტრში თუ სხვა, ამიტომ უმჯობესია, ეს საქმე პროფესიონალმა მართოს.

ზოგადად, ბინის ყიდვა მარტივი პროცესი არ არის. თუმცა, უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა area.ge ყიდვა-გაყიდვის სრულ ციკლში თქვენს გვერდით იქნება და დაგეხმარებათ, ყველა წესისა და კანონის მიხედვით შეიძინოთ ოცნების ბინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g