ალბათ ბევრი თქვენგანი ყოფილა იმედგაცრუებული მამაკაცის საქციელით. მართალია შეცდომისგან თავის დაცვა წინასწარ შეუძლებელია, მაგრამ ისეთ საკითხშიც კი როგორიცაა სიყვარული, პრევენცია შესაძლებელია. ამას ამბობს ლუის სტეიერტის წიგნი Crushes: A Serious Study, Past and Present, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ მამაკაცის ის 5 კატეგორია, რომელთანაც ურთიერთობა არ ღირს
- ლამაზმანი
მამაკაცის ეს ტიპი გიზიდავთ ნაცნობობის პირველივე წუთიდან. ხდება ისეც, რომ ქალების დიდი ნაწილი მალევე ქორწინდება ლამაზ მამაკაცზე და ეს ცხადია, აფექტური გადაწყვეტილებაა. ხშირ შემთხვევებში ასეთი ქორწინება უკვე თაფლობის თვეშივე უინტერესო ხდება. ამდენად ნუ შეტოპავთ ძალიან შორს, უბრალოდ თავიდანვე დაიჭირეთ თადარიგი.
- მოთამაშე
ასეთი ტიპის მამაკაცის გაგება ძალიან რთულია. ის ხან ჩნდება და სიყვარულს გიმტკიცებთ, მერე ქრება და გარკვეული დროის შემდეგ ბრუნება. ხდება, რომ ის მაშინ ჩნდება თქვენს ცხოვრებაში, როცა სამუდამოდ წასული გგონიათ. მოკლედ, მისი პროგნოზირება საკმაოდ რთულია. თუ ასეთი მამაკაცი მაინც თქვენი ოცნების პარამეტრებში ჯდება, ეცადეთ აყვეთ თამაშში და არ ინერვიულოთ.
- მოგზაური
ასეთი ტიპის მამაკაცი გამუდმებით ყვება საკუთარ თავგადასავლებზე. აქ გარეგნობაზე მეტად მის ისტორიები გიზიდავთ. თანაც ისე, რომ გატაცება მალე მოწონებაში გადადის, მოწონება კი სიყვარულში. იცოდეთ, რომ ამ ტიპის მამაკაცი არასოდეს არაა სტაბილური. თუ გსურთ მასთან ერთად იმოგზაუროთ, ეს ერთი სიამოვნებაა. იყოთ მის გვერდით მთელი ცხოვრება, ეს მეორე საკითხია.
- მხიარული
როგორი მამაკაცი მოგწონთ? ქალების უმრავლესობა ამ კითხვაზე პასუხობს ასე: იუმორის გრძნობის მქონე. რეალურად მხიარული, პოზიტიური და იუმორის მქონე მამაკაცები არც ისე მარტივები არიან. სიცილი და კარგი განწოყობა კარგია, მაგრამ ცხოვრება უფრო სერიოზულ მიდგომებს მოითხოვს ჩვენგან. თუ ასეთი მამაკაცის გვერდით გსურთ ცხოვრება, მოემზადეთ მის ყველა, მათ შორის უკბილო ხუმრობაზე სახალისოდ.
- მალიბუს მაშველი
საკურორტო რომანზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. ჰეფი ენდზე ოცნება ამ დროს სასაცილოა. მართალია თავიდან ეს რომანი მსუბუქი ჩანს, თუმცა ის ჯობს ფლირტის დონეზე დასრულდეს.