ქალბატონებისთვის ახალი ნაცნობობა სულაც არ ნიშნავს მხოლოდ სასეირნოდ სიარულს, მათთვის მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება სხვადასხვა დეტალების მიმართ, რაც მათში სექსუალურ ფანტაზიებს აღძრავს. თუმცა, საყურადღებოა ის, რომ თქვენ არ იქნებით მისი პირველი მსხვერპლი, ისინი პარტნიორის არჩევისას გამორიცხვის მეთოდს მიმართავენ და არჩევანს საუკეთესო სექს-პარტნიორის სასარგებლოდ აკეთებენ. გაინტერესებთ რა თვისებები უნდა გამოამჟღავნოთ იმისათვის, რომ მოხვდეთ საპირისპირო სქესის საუკეთესო პარტნიორთა შორის? აი რას ამბობენ ფსიქოლოგები:
გურმანული დამოკიდებულება ურთიერთობისადმი
როგორც ირკვევა, ეს პუნქტი რელევანტურია ორივე სქესის წარმომადგენლისათვის. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, მანდილოსნების შემთხვევაში გურმანი მაგიდასთან – გურმანია საწოლშიც – ლოგიკით იშიფრება.
ეცადეთ პაემანზე პარტნიორს დააგემოვნებინოთ რაიმე საინეტესო, თუნდაც ისეთი, რაც მას აქამდე არ გაუსინჯავს. ეცადეთ თავი მაქსიმალურად სწავლულად წარმოაჩინოთ საკვებთან ან სასმელთან დაკავშირებით. თუმცა, თუ ასეთ დეტალებში ვერ ერკვევით უბრალოდ აღნიშნეთ, რომ გემრიელი იყო. თქვენს გურმანობაში დარწმუნებული ქალი აუცილებლად მოისურვებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას.
მორიდებულობა
არის მამაკაცი მზად იმისთვის, რომ მიღებული სითბო უკან დაუბრუნოს მანდილოსანს? – ეს კითხვა ხშირად აწუხებთ ქალბატონებს. როგორც აღმოჩნდა, მორიდებული მამაკაცების უმეტესობა, ქალბატონების მიერ მათ მიმართ გამოყოფილ სითბოს უკან აბრუნებს. შესაბამისად მათთვის მსგავს მამაკაცთან ურთიერთობა კომფორტული და საინტერესოა.
არ არის აუცილებელი პაემნის დროს საკუთარ თავს გაუწიოთ რეკლამირება. ქალბატონი ისედაც ამჩნევს ხართ თუ არა მისი ღირსი. ამიტომ, ნუ ითამაშებთ მოკრძალებულ ყმაწვილს. იყავით ის რაც ხართ. მიეცით თქვენს პარტნიორს იმის საშუალება, რომ თავადვე ამოიცნოს თქვენი ხასიათი. ადრე თუ გვიან, თქვენი ტყუილი გამომჟღავნდება და ურთიერთობის დასასრული, უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ეს პირველ ან მეორე პაემანზე იქნებოდა.
ამბიციურობა
მორიდებული, მაგრამ ამბიციური მამაკაცი – იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ქალბატონებისთვის ძალიან მიმზიდველი. თუ მამაკაცი ამბიციურია ეს ნიშნავს იმას, რომ მანდილოსნებისთვის სექსის დროს თავგადასავლები არასდროს დამთავრდება.
დიდსულოვნება და გულუხვობა
ასეთი მამაკაცები ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. თქვენს მიერ მომსახურე პერსონალისთვის დატოვებული ე.წ „ჩაი“ ქალბატონებში დიდ სიმპატიებს იწვევს.
აიყვანეთ თავშესაფრიდან ძაღლი, დაეხმარეთ ქუჩაში გამოსულ შეუძლო მათხოვარს... ასეთი საქციელები მანდილოსანზე დიდ გავლენას ახდენს.
ურთიერთობა ავტომობილთან
თუ თქვენი ავტომობილი მოვლილი და სუფთაა, ქალბატონებს უჩნდებათ იმის ასოციაცია, რომ მზურნველი და ყურადღებიანი ბრძანდებით. შესაბამისად მათ წარმოსახვაში თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცად იქცევით.
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი „გაწკრიალებული“ ავტომობილი“ დადგმული არ იყოს. ამას თქვენი პარტნიორი ადვილად მიხვდება, შესაბამისად თეატრალიზებული ინსცენირება ურთიერთობას წინ ვერ წასწევს. სწორედ ამიტომ, ამ საკითხში უმჯობესია დარჩეთ ის რაც ხართ, სხვა შემთხვევაში ურთიერთობის კრახით დასრულება გარანტირებული გექნებათ.