LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 თვისება, რომელიც სულელ ადამიანს ჭკვიანისგან გამოარჩევს

1488
FORTUNA. GE

ჩვენი სამყარო სხვადასხვა ინტელექტის მქონე ადამიანებითაა დაკომპლექტებული. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ალბათ ძალიან ცოტას თუ ეპარება, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური შეხედულების მოსმენა ცოტა რთულია. ჩვენს ფიქრებში ხომ ყველანი ძალიან ჭკვიანები ვართ..
,,ინდეფედენთმა” გადაწყვიტა, რომ ჭკვიანი და სულელი ადამიანების განმასხვავებელი 5 ფუნდამენტური თვისება დაესახელებინა.

1. სულელი ადამიანი თავის შეცდომებში ყოველთვის სხვას ადანაშაულებს

ეს არის ძალიან არაპროფესიონალური, მიკერძოებული მიდგომა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანი არასდროს აირჩევს. საკუთარ შეცდომებში სხვების დადანაშაულება პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. სულელ ადამიანებს კი პასუხისმგებლობა ძალიან აშინებთ, მათ ურჩევნიათ რომ საკუთარი თავი შეიცოდონ და ყოველთვის ვიღაცაზე ან რაღაცაზე გაბრაზდნენ. ჭკვიანმა ადამიანმა კი იცის, რომ ყოველი შეცდომა ცხოვრებისეული გაკვეთილია და რაღაცას გვასწავლის.

2. სულელი ადამიანი ყოველთვის მართალია

კონფლიქტურ სიტუაციაში ჭკვიან ადამიანს თავისი არგუმენტები აქვს და თუკი ეს არგუმენტები არასწორია, არც ამის აღიარება აშინებს. ინტელექტის პირველი ნიშანი საკითხის სხვადასხვა კუთხით აღქმის უნარი და ახალი ინფორმაციის მიმღებლობაა.
სულელი ადამიანი კი კამათს უსასრულოდ აგრძელებს და თავისი პოზიციის დაცვას ყველა ხერხით ცდილობს. მას არც მყარი არგუმენტი და არც სხვისი კომპეტენციის დონე არ აინტერესებს.

3. სულელი ადამიანი კონფლიქტის დროს მეტ ბრაზს და აგრესიას ავლენს

ბუნებრივია, გაბრაზება ზოგჯერ ყველაზე ჭკვიან ადამიანსაც შეუძლია. თუმცა, ეს მხოლოდ გამორჩეულ სიტუაციებში.
ხოლო სულელი ადამიანი ბრაზდება ყოვეთვის როცა კი სიტუაცია ისე არ ვითარდება როგორც მას სურს. როგორც კი ის ხვდება რომ კონტროლს კარგავს და სასურველ შედეგს ვერ იღებს, საქმეში აგრესია ერთვება.

4. სულელი ადამიანი სხვის გრძნობებს და მოთხოვნილებებს არაფრად აგდებს

ჭკვიანი ადამიანი ცდილობს რომ გარშემომყოფებს ანგარიში გაუწიოს. სხვისი პოზიცია მოისმინოს და მაქსიმალურად გამგები იყოს.
სულელი ადამიანისთვის კი რთული წარმოსადგენია, რომ ვიღაც მისგან განსხვავებულად აზროვნებს. ის ყოველთვის რაღაც გამორჩენას ელის და ვერც კი წარმოიდგენს რომ ვინმეს რამე სარგებლის გარეშე გაუკეთოს.

5. სულელ ადამიანს თავი ყველაზე უკეთესი გონია

ჭკვიანი ადამიანი სხვების მოტივირებას და დახმარებას ცდილობს. ის ასე იქცევა რადგან საკუთარ თავში დარწმუნებულია და სხვისი წარმატება არ აშინებს.
სულელი ადამიანი კი ყოველთვის იმას ცდილობს, რომ სხვაზე უკეთესი გამოჩნდეს. მას მართლა სჯერა, რომ ყველაზე საუკეთესოა და სხვების გაკიცხვაც არ აშინებს. სიამაყე კი მაღალი ინტელექტის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g