ბიზნესის სამყაროში ხშირად ყველაზე უცნაური იდეები აღმოჩნდებიან ხოლმე ყველაზე მოგებიანი. ზოგჯერ ყველაფერი ისეთი მარტივი კონცეფციით იწყება, რომ ხშირად ღიმილსაც კი იწვევს – მაგრამ სწორედ ამ ყველაზე სახალისო და აბსურდულ ბიზნესებს უკავშირდება ათეულობით მილიონების ოდენობის გაყიდვები. ქვემოთ არის ხუთი ასეთი მაგალითი, რომელიც Friday Website Builder-ის მიხედვით განსაკუთრებულად წარმატებულად შეფასდა.
Icehotel – სასტუმრო, რომელიც მთლიანად ყინულით არის აშენებული

მდებარეობა – Jukkasjärvi, შვედეთი
ყინულის სასტუმრო არის მართლაც უნიკალური გამოცდილება ტურიზმის ინდუსტრიაში – სასტუმრო, რომლის თითოეული ოთახი და ინტერიერი მთლიანად ყინულისგანაა შექმნილი. პირველად ის 1989 წელს ააგეს და მალევე იქცა ტურისტულ ლანდშაფტად და ზამთრის სეზონზე სტაბილურად $1-2 მილიონს აკეთებს.
Doggles – სათვალე ძაღლებისათვის

მულტიმილიონიანი Doggles არის სათვალე, რომელიც სპეციალურად ძაღლებისთვისაა შექმნილი, იცავს თვალებს სინათლის, ქარისა და ნისლისგან. $25 000-იანი საწყისი ინვესტიციიდან Doggles-მა შეძლო წლიურად $3-5 მილიონამდე შემოსავლის მიღება, რადგან პროდუქტი ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა.
The Pet Rock – ქვა, რომელიც $6 მილიონიანი იდეა გახდა

1975 წელს გარი დალმა შექმნა ერთდროულად ყველაზე უცნაური და ყველაზე წარმატებული პროდუქტი ისტორიაში – ჩვეულებრივი ქვა, რომელიც წარმოადგენა შინაურ ცხოველს, რომელსაც ზრუნვა დიდად არ სჭირდება. ეს იდეა გავიდა მსოფლიო ბაზარზე ისე, რომ საერთო გაყიდვამ 6 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ქვას ახლდა ინსტრუქცია და ყუთი – ყველაფერი აბსურდული იუმორით იყო დამზადებული.
Billy-Bob Teeth – ყალბი კბილები, რომელმაც მილიონები გამოიმუშავა

ერთი შეხედვით აბსურდული იდეა – პლასტმასის „სასაცილო“ კბილები რეალურად იქცა მრავალმილიონიან ბიზნესად. ბრენდი ამერიკელმა მეწარმემ ჯონა ვაითმა 1990-იან წლებში შექმნა.
Billy-Bob Teeth არის იუმორისტული, გადიდებული და დამახინჯებული ყალბი კბილები, რომლებიც თავდაპირველად პატარა სუვენირის სახით იყიდებოდა. თუმცა პროდუქტი სწრაფად იქცა ჰელოუინისა და წვეულების პოპულარულ აქსესუარად.
ბრენდმა შეძლო:
- ათასობით საცალო მაღაზიაში შესვლა
- მასშტაბური საბითუმო გაყიდვები
- მილიონობით ერთეულის რეალიზაცია
ბიზნესი საბოლოოდ გადაიქცა მრავალმილიონიან კომპანიად და გახდა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მარტივი იუმორი კომერციულ წარმატებად იქცეს.
Jones Soda – როცა გაზიანი სასმელი ექსპერიმენტად იქცა

იდეა: არატრადიციული, შოკის მომგვრელი გემოების მქონე გაზიანი სასმელები
საერთო გაყიდვები: $100 მილიონზე მეტი
გაზიანი სასმელების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია მსოფლიოში და ახალი გემოების დანერგვა ყოველთვის სარისკო ნაბიჯია. თუმცა Jones Soda-მ დაამტკიცა, რომ განსხვავებული სტრატეგიაც შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.
ბრენდმა მომხმარებლებს შესთავაზა სრულიად უჩვეულო გემოები – მათ შორის:
- ინდაურის არომატი
- კარტოფილის პიურე
- სადღესასწაულო თემატური სერიები
ეს კონცეფცია თავდაპირველად ბევრისთვის უცნაურად ჟღერდა, მაგრამ სწორედ ამ განსხვავებულობამ შექმნა ძლიერი მედია ეფექტი და ბრენდს მასობრივი ცნობადობა მოუტანა.
რატომ მუშაობენ ასეთი უცნაური იდეები ?
სიმარტივე: მცირე ინვესტიციითაც შეიძლება მაღალი მოგების ნახვა.
ვირუსული/უნიკალური კონცეფცია: როცა პროდუქტი იმდენად განსხვავებულია, რომ ხალხი რაღაც ახლის იდეით იხიბლება.
სოც. ქსელებისა და მედიის ძალა: ხშირად სწორედ სოციალური მედიაა ის ადგილი, სადაც ასეთი პროდუქტი იმარჯვებს და გაყიდვები რეკორდულად იზრდება.
ეს მაგალითები გვაჩვენებს, რომ ბიზნესის წარმატება ყოველთვის „სტანდარტული გზებით“ არ იწყება. ყველაზე უცნაური იდეებიც შეიძლება მილიონების მომტანი გახდნენ, თუ კრეატიული მიდგომა და ბრენდინგი იდეალურადაა შეთავსებული.
