მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
„5 წელი გავიდა რაც ჩემი ბუთხუზა ჩიტი გაფრინდა ცაში და ჩემი ფრთებიც თან წაიყოლა ❤️ ნეტა თუ იცი როგორ მენატრებით ორივე… ნათელში იყავი ჩემო რბილო გოგო და ილოცე ჩემთვის მაქედან, რომ მონატრებას გავუძლო. მიყვარხარ ყველაზე ძალიან! ❤️“, – წერს ნინი შერმადინი.
