LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 წელი ვიწვალე, მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა… ღმერთს ვეკითხებოდი – რა გახდა ერთი ბავშვი ჩემთვის?“ – თეონა ცირამუამ „იმედის“ ეთერში დედობის შესახებ ისაუბრა

265
თეონა ცირამუა

მუსიკოსი, დირიჟორი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა, რომელიც 46 წლის ასაკში ტყუპების დედა გახდა, „იმედის“ გადაცემას „პრაიმშოუ“ სტუმრობდა, სადაც დედობის შესახებ ემოციურად ისაუბრა.

„ვერ ვიტყვი, რომ თავის დროზე გავთხოვდი, ცოტა დავაგვიანე, თან ხუთი წელი ვიწვალე, მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა… ოპერაციებით ვამთავრებდი. შემდეგ უცებ არ შეიძლებოდა დაფეხმძიმება და გავიდა ამასობაში ხუთი წელი.

ღმერთს ვეკითხებოდი – რა გახდა ერთი ბავშვი ჩემთვის? და უცებ გამოჩნდა ორი… ერთი ბავშვის მეშინოდა, როგორ დავარეგულირო [სამსახური], თან გუნდის საქმე არ ჩავარდეს, აქეთ ბავშვს ყურადღება არ მოაკლდეს და ორი წერტილი რომ დავინახე, პირველი განცდა რაც იყო, ვაღიარებ, რომ შემეშინდა. შემდეგ ბევრი პლუსები დავინახე – ძალიან დიდი ბედნიერებაა, 6 თვე გავედი დეკრეტში, ოთხი შვილის დედა, თამუნა ოქროპირიძე მყავს დატოვებული ჩემს ადგილას“ – განაცხადა თეონა ცირამუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g