LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წელიწადში Huawei სმარტფონებისა და კომპიუტერების ბაზრის დაპყრობას გეგმავს

47

ჩინური მწარმოებელი Huawei სმარტფონების ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა. ცოტა ხნის წინ, მისმა ხელმძღვანელებმა კი საკმაოდ საინტერესო სიახლე დააანონსეს: რამდენიმე წელიწადში Huawei მობილური ბაზრის ლიდერი გახდება, ხოლო კომპანიის სამომხმარებლო ბიზნეს-ჯგუფის დირექტორის განცხადებით, უახლოეს წლებში ისინი კომპიუტერის ბაზრის მონოპოლიზებასაც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ Huawei-ის პირველი ნოუთბუქი გასულ წელს გამოვიდა, ცოტა ხნის წინ კი მათი რიცხვი MateBook D-მ და MateBook X-მა შეავსეს. ეს უკანასკნელი CES Asia 2017-ის გამოფენაზე ხუთ ნომინაციაში საუკეთესოდ ცნეს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ საშუალოდ 3-5 წელი სჭირდებათ, რათა აღნიშნული პირობა შეასრულონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები