LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 წლის ასაკში დაიწყო სასწაულების „გამოგონება“… ისეთი ლამაზი, ნამდვილი და სუფთა იყო, ახლაც მეტირება – ეს ვინ გვყავდა, რეალური და ხელშესახები“ – რას წერენ გიორგი ოქროპირიძის დედაზე, მწერალ ეკატერინე ბაქრაძეზე

1941
ეკატერინე ბაქრაძე

მსახიობი როლანდ ოქროპირიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მაყურებელს ტელეწამყვანის ამპლუაშიც მოევლინა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ფართო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოექცა – მსახიობის მიერ წაკითხულმა ლექსებმა და შესრულებულმა სიმღერებმა სოციალურ ქსელებში უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

ახლახან, როლანდ ოქროპირიძის გულშემატკივრებმა მისი შვილი – გიორგიც გაიცნეს. ის მამას ესტუმრა გადაცემაში „პოსტ-ალიონი“.

გადაცემის აღნიშნულ ეპიზოდს, რომელშიც გიორგიმ მამასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და მასთან ერთად იმღერა კიდეც, სოციალურ ქსელებში ასევე დიდი გამოხმაურება აქვს.

მოქალაქეების მიერ გიორგის მიმართ გამოხატული სიყვარულის და გამოთქმული დადებითი შეფასებების შემდეგ, გიორგის დედამ, მწერალმა ეკატერინე ბაქრაძემ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი მისი სიამაყე, სუნთქვა და გამართლებაა.

როლანდ ოქროპირიძესთან გადაცემაში შვილის სტუმრობას ეხმიანება მოქალაქე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე და ეკატერინე ბაქრაძისა და გიორგის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„სტუდენტობის წლები ყველამ იცით რა დაუვიწყარია. ჩემი სიყრმის მეგობარი თავად უნიჭიერესი პოეტი, მარიკა ბაქრაძე უცებ აღმოჩნდა ისეთი სასწაულების ქვეყანაში, ერთეულებს რომ ეღირსება დედამიწაზე… მისმა პაწაწინა დისშვილმა, ეკატერინე ბაქრაძემ, რომელმაც წერა ძლივს იცოდა, 5 წლის ასაკში დაიწყო სასწაულების „გამოგონება“…

ლამის მიმაგრებულ მიკროფონებს ვუჩხრეკდით პაწუკას, და არა მარტო ჩვენ. ისეთი ლამაზი და ნამდვილი იყო. ისეთი სუფთა, წკრიალა ახლაც მეტირება – ეს ვინ გვყავდა, რეალური და ხელშესახები.

სერიოზული სახით აცხადებდა, რომ დილას ვიღაც (მის ტვინში) შემოდიოდა და საოცარ სტროფებს ჰკარნახობდა. კი, ჩემი მეგობარი მარიკა ახლა შტატებშია და იქიდან ტკბება გიორგის წარმატებით, წუხელ ველაპარაკე. ცოტა წავუტირეთ და ბევრი ვაქეთ გიორგი.

მთელი გადაცემა ვერ, მაგრამ ეს სიმღერა ვერ მოვითმინე და გამოვდებ. თუმცა მეორე ნაწილში ლექსს ისე კითხულობს, ისე, გული გამიჩერდა..

ეს ბიჭი მსახიობად არის დაბადებული და თქვენ რა გითხარით თეატრალებო ამის სხვა ფაკულტეტზე „გადასროლისთვის“.

პ.ს. წინ მწვერვალებისკენ ჩემი მარიკას და ეკას მონაგარო.

(ეთერი ხომ ქუგარჩქოლე სკან მოთაშ სკუა მუჭომ რეე მეგრული გენის გარეშე რა გამოვიდოდა)

ინტერვიუზე გავითიშე. უნდა ვთქვა, ამ არაორდინარული მამაშვილობის ისტორია როგორი დრამატურგიით მოიტანა მამამაც და შვილმაც… ეს იყო კინო, რომლის დასაწყისიც ვიცი. ჩემი პატივისცემა მამას“, – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: როლიკო ოქროპირიძის ვაჟი, გიორგი მამასთან პირველ შეხვედრას იხსენებს: „ყველაზე ტკბილი მოგონება მახსოვს, პირველად რომ ვნახე… ვაკეში, ჭავჭავაძეზე შევხვდით ერთმანეთს. ბებიამ ჩამომაცილა ბინიდან… ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი მომენტი, გავექანე და მთასავით კაცი ლამის წავაქციე, ისე ჩავეხუტე…“

ვიდეო: „დროს ვიხელთებ და ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის დედამისს მადლობას გადავუხდი“ – როლანდ ოქროპირიძე გიორგის დედას მიმართავს

ვიდეო: „ჩემი სიამაყე, სუნთქვა და გამართლება ხარ, დედუ“ – როლანდ ოქროპირიძის შვილის შესანიშნავი შესრულება და დედის ემოციური გამოხმაურება

სტუდენტიბის წლები ყველამ იცით რა დაუვიწყარია ჩემი სიყრმის მეგობარი თავად უნიჭიერესი პოეტი, Marika Bakradze უცებ…

Posted by Ana Mikadze-chikvaidze on ორშაბათი, 31 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g