ამერიკული შტატის იუტას პოლიციამ დააკავა 5 წლის ბავშვი, რომელმაც მშობლების ავტომობილი გაიტაცა. ბიჭუნა კალიფორნიისკენ მიემართებოდა და იქ ლამბორგინის ყიდვას აპირებდა. ამ შენაძენისთვის მას 3 დოლარი ქონდა გადადებული.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოზარდს მშობლებმა ავტომობილის ყიდვაზე უარი უთხრეს, რამაც ის ძალიან გააბრაზა და ოცნების ახდენა საკუთარი ძალებით გადაწყვიტა. საოჯახო კროსოვერის გასაღები მოიპარა და კალიფორნიისკენ გაემართა, თან რამდენიმე დოლარიც წაიღო.
ბიჭუნა პოლიციელებმა შტატის გადაკვეთამდე შეამჩნიეს. ავტომობილი მაგისტრალზე 50 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებოდა, რაც ძალიან ცოტაა და „გამტაცებელმა“ ყურადღება სწორედ ამით მიიქცია.
როცა პატრულმა ავტომობილი გააჩერა, მის გაოცებას საზღვარი არ ქონდა – მძღოლი სავარძლის კიდესთან იჯდა, რათა მუხრუჭებამდე ფეხი მიეწვდინა. სამართალდამცავები ბიჭუნას ავტომობილის დაპარკინგებაში დაეხმარნენ და მშობლებს მხოლოდ ამის შემდეგ დაურეკეს.