LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„5 წლის დაჩი მეორე სართულიდან გადმოვარდა, უმძიმესი შედეგი დადგა… თუ 7 000 დოლარს არ შევუგროვებთ ბავშვს, სტამბოლის კლინიკიდან გამოუშვებენ“ – მცირეწლოვან ბიჭს საზოგადოების დახმარება სჭირდება

208
ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას 5 წლის დაჩის დახმარებისკენ მოუწოდებს.

მცირეწლოვან ბიჭს, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სტამბოლის კლინიკაში მკურნალობის გაგრძელება სჭირდება, რისთვისაც საჭიროა 7 000 დოლარი.

„რამდენიმე საათის წინ, 5 წლის დაჩისთვის რომ 30 ათასი ლარი გთხოვეთ და 35 ათასი აქვს უკვე დედას ანგარიშზე. ასეთი ხალხი ხართ თქვენ!!…სიგიჟემდე მიყვარხართ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი გვამცნობს სასიხარულო ინფორმაციას, რომ ნაცვლად 30 000 ლარისა, რომელიც ოპერაციას სჭირდებოდა, შეგროვდა 35 000 ლარი და ის უკვე დაჩის დედის ანგარიშზეა.

„5 წლის დაჩი მეორე სართულიდან გადმოვარდა. უმძიმესი შედეგი დადგა, როცა ოჯახმა გაიგო რომ თვალის ბუდე დამსხვრეული იყო და მხედველობა დაკარგული.
დაჩის ოპერაციის თანხა შევუგროვეთ და ადგილზე ჩასულებმა გაიგეს, რომ უნდა დარჩნენ სტამბულში 2 კვირა რამაც გაზარდა კალკულაცია. თუ 7 ათასს $ არ შევუგროვებთ ბავშვს, სტამბულის კლინიკიდან გამოუშვებენ.
ანგარიშის ნომრები: GE49BG0000000534228883, GE66TB7561245063300016. მიმღები: ნათია თანდაშვილი“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

„მეგობრებო, ძალიან გვჭირდებით, არ მივატოვოთ 5 წლის დაჩი შუა გზაზე – თვალის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა, უკვე თურქეთში უნდა იყოს და ყადაღამ გაგვაჩერა, გვჭირდება 30 ათასი ლარი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

5 წლის დაჩი მეორე სართულიდან გადმოვარდა. უმძიმესი შედეგი დადგა როცა ოჯახმა გაიგო რომ თვალის ბუდე დამსხვრეული იყო და…

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on პარასკევი, 09 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g