სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია 5 წლის დაჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას უბედური შემთხვევის შედეგად, თვალზე უდიდესი პრობლემა შეექმნა და ოპერაცია სჭირდება, რომელიც თურქეთში უნდა გაკეთდეს. ოჯახი ოპერაციისთვის საჭირო თანხას აგროვებს:
„5 წლის დაჩის სიცოცხლე, თვალი და ჯანმრთელობა ამაზეა დამოკიდებული, გთხოვთ ყველას, გააზიარეთ, გაავრცელეთ, დაგვიდექით გვერდში. 5 წლის დაჩის სასწრაფოდ სჭირდება თვალის ძვლის გადანერგვა ან მეტალით ჩანაცვლება, უბედურმა შემთხვევამ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. ბავშვი გადმოვარდა მეორე სართულის კიბეებიდან, თვალის ფსკერის მოტეხილობა, დაბეჟილობები, ჰემატომა, თვალში მხედველობა მხოლოდ 20%. ველოდებოდით ინვოისს თურქეთიდან, ოპერაციის ღირებულება 15 000 $. ოჯახს არანაირი რესურსი აღარ გვაქვს, ბავშვისთვის მოგროვილია 7500 ლარი. ყველას გთხოვთ, მეგობრებო, ადამიანებო, გავერთიანდეთ, დაჩისთვის ახლა ერთი ლარიც კი თვალის ჩინს ნიშნავს და ფერად სამყაროს, გთხოვთ, არ იფიქროთ რომ ერთი ლარი არაა გადამწყვეტი. დღეს ჩვენთვის ერთი ლარი ყველაფერია. გთხოვთ გავერთიანდეთ .გააზიარეთ. GE59BG0000000161354883 GE27TB7624345061100028
პ/ნ 11001032717 მიმღები: თინათინ მეტრეველი (ნათლია)“.